სახელმძღვანელოში გადმოცემულია ეკონომიკის ფსიქოლოგიის უმნიშვნელოვანესი საკითხები, მათ შორის ადამიანთა რაციონალური ქცევა და გადაწყვეტილებების მიღების მოტივები, პიროვნული და საქმიანი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები; საფუძვლიანადაა განხილული მეწარმეობის, მარკეტინგის, რეკლამის, სამომხმარებლო ქცევის, ფულის, სიმდიდრისა და სიღარიბის, აგრეთვე შრომის ბაზრისა და საქმიანი ურთიერთობების ფსიქოლოგიის ძირითადი ასპექტები. სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც ფსიქოლოგიის, ეკონომიკისა და ბიზნესის პროფილის მქონე უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის, ისე მომხმარებელთა ფართო წრის – ბიზნესმენების, სახელმწიფო მოხელეებისა და მას-მედიის წარმომადგენლებისათვის. სახელმძღვანელოს რედაქტორები არიან: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ნოდარ სარჯველაძე.