წიგნის ანოტაცია
სვანეთში და საქართველოში ტრეტიაკოვი ჩავიდა ჩინეთის შემდეგ – ის უკვე გაწვრთილი იყო ეგზოტიკის აღწერაში, მაგრამ ძველ ჩინეთს იგი ვერ შეცვლიდა, ხოლო სვანეთი წარმოადგინა როგორც ქვეყანა ფუტურისტულ გადახრაში წარსულსა და მომავალს შორის. ის აღწერს არქიტექტურას და ბუნებას, ზნე-ჩვეულებებს, ყოფას და საცხოვრებელთა მოწყობას, საჭმელს და მისი მომზადების ხერხებს, ის ყურადღებას აქცევს იმასაც კი, თუ როგორ იღებავენ ქალები თმებს ძროხის შარდით, და აკეთებს ამას როგორც ეთნოგრაფი – ობიექტურად და სისტემატურად, მაგრამ მისი, როგორც პოეტ-ფუტურისტის, ფოტოგრაფის, სცენარისტის, კინოს ადამიანის, ენა ქმნის გრძნობად სახეს, უბრუნებს მეტაფორებს მატერიალურობას. ის არქაული ცხოვრების ეგზოტიკას, გარდატეხვის დროს, ატრაქციონად აქცევს, რათა მოხსნას კავკასია »რომანტიკული პოეზიის აღრიცხვიდან« და »ჩართოს ის მაგარი, მიწიერი პროზის შტატში«, როგორც ამას ტრეტიაკოვი ხედავდა.
წიგნმა პირველად შეკრიბა სრულად ავტორის ყველა ტექსტი სვანეთის შესახებ.
წიგნის წინასიტყვაობა შეადგინა გერმანელმა კინოექსპერტმა ოქსანა ბულგაკოვამ.