მართლაც იყო თუ არა საბჭოთა ადამიანი – „ჰომო სოვიეტიკუსი“ – სპეციფიკური სახის ადამიანი, რომელსაც საბჭოთა კავშირმა თავისი განუმეორებელი დაღი დაასვა? თუ ამ ტერმინის გამოყენება სინამდვილის გამარტივებას გულისხმობს, რადგან განსხვავებული კატეგორიის ადამიანები ერთ ყალიბში ექცევიან?
წინამდებარე ნაშრომში აღნიშნული საკითხი განსხვავებულ ჭრილშია განხილული: ფრანგი ფილოსოფოსის ლუი ალთუსერის (1918-1990) შეხედულებებზე დაყრდნობით ავტორი ცდილობს, საბჭოთა ადამიანის ფენომენი გაიაზროს საბჭოთა სახელმწიფოს სისტემატური მცდელობების ჭრილში, შეექმნა ასეთი ადამიანი. ავტორი ამტკიცებს, რომ იდეოლოგიის შესახებ ალთუსერის თეორია კარგად ხსნის საბჭოთა სახელმწიფოს იდეოლოგიური მექანიზმის ფუნქციონირებას.
ნაშრომში, ასევე, განხილულია ცნობილი ისტორიკოსისა და სოვეტოლოგის, მიხაილ ჰელერის (1922-1997) შეხედულებები საბჭოთა ადამიანის შესახებ.