ალბათ ყოველი ჩვენთაგანი დაეთანხმება ბერტრან რასელის მიერ გამოთქმულ აზრს: „თუმცა დღეს, გასულ საუკუნეებთან შედარებით ბევრად მეტი ცოდნა გვაქვს, სიბრძნის კორელაციურ ზრდას ადგილი არ ჰქონია“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი იმ სიბრძნის დაკარგვის პარალელურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენი წინაპრები ფლობდნენ. ამიტომაც არის, რომ დღევანდელი კაცი სიბრძნეს თუ ეძებს, ის, პირველ რიგში, ძველ ლიტერატურულ წყაროებში უნდა მოძებნოს. ამ თვალსაზრისით, აღმოსავლური რელიგია და ფილოსოფია, მათ შორის ძენ ბუდიზმი, სიბრძნის საგანძურს წარმოადგენს.