წიგნში განხილულია ზოგადად დიაგნოზის საკითხი სამკურნალო პედაგოგიკაში; ცერებრული დამბლის დროს აღმოცენებული სხვადასხვა სახის მოტორული დარღვევები; სენსორული დარღვევები, როგორიცაა უსინათლობა და სმენის დაქვეითება; აუტიზმის პრობლემა; მარჯვენა-მარცხენისა და ერთ-ერთი მხარის დომინანტობის პრობლემა; წერა-კითხვის დარღვევები; მეტყველების ფენომენი; დიდთავიანობა და პატარათავიანობა, ჰიდრო და მიკროცეფალია ბავშვებში.
კარლ კიონიგი (1902-1966) იყო ავსტრიელი ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის დოქტორი, კემპჰილის მოძრაობის ინიციატორი, ცნობილი სპეციალისტი სამკურნალო პედაგოგიკაში, მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი.