ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულისმეცნიერების ძირითადი დებულებები გადმოცემულია რუდოლფ შტაინერის (1861-1925) მიერ დაწერილ და გამოქვეყნებულ ნაშრომებში. ამავე დროს 1900-1925 წლებში იგი კითხულობს მრავალრიცხოვან მოხსენებებსა და კურსებს, როგორც საჯარო ისე თეოსოფიური, მოგვიანებით, ანთროპოსოფიული საზოგადოების წევრებისთვის.
„ეკონომიკური კურსი“ წაკითხული იქნა 1922 წელს ეკონომისტი სტუდენტების სურვილით დორჩახში. ეს კურსი შედის შტაინერის გამოცემათა სრულ კრებულში და წარმოადგენს სერიის „ახალი ეკონომიკური მეცნიერების ამოცანები“-ს პირველ ნაწილს.
ამავე სერიის მეორე ნაწილი „ნაციორონალეკონომიკური სემინარი“ ქართულად უკვე გამოიცა.