დაცემული ანგელოზების შესახებ ენოქისეულ ისტორიას გვიყვება წმ. კვიპრიანე კართაგენელიც თავის ნაშორმში LIBER DE HABITU VIRGINUM XIV-ე თავში თუ როგორ ასწავლეს ზეციურ ძალებს ჩამოშორებულმა განდგომილმა ანგელოზებმა ქალწულებს თვალების შავად შეღებვა, ლოყების დაბინძურება ყალბი სიწითლეებით, ყურების გახვრეტა სამკაულებისთვის, თმის ფერის შეცვლა ცრუ ფერებით. ათინაგორა ათენელიც თავის ნაშრომში Legatio pro christianis XXIV-ე თავში საუბრობს დაცემულ ანგელოზთა შესახებ, და ამბობს რომ ანგელოზები შევიდნენ მოყვარულ ქალწულებთან და მათგან შეეძინათ შვილები, რომელსაც გიგანტებს ეძახდნენ.[1] [1] The Paris editors caution us against yielding to this interpretation of Gen. vi. 1–4. It was the Rabbinical interpretation. See Josephus, book i. cap. 3
გამოცემას ერთვის დილმანის გერმანული კომენტარები.