საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში

36 ₾
გაზიარება:
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ სტატიების ეს კრებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ბაზაზე გაწეული მრავალწლიანი კოლექტიური სამუშაოს შედეგია. განსხვავებით ისტორიოგრაფიული ტიპის გამოკვლევებისაგან, ეს კრებული პირველია როგორც ქართულ, ისე უცხოენოვან აკადემიურ სივრცეში, რომელიც პირველ რესპუბლიკას ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მრავალი სხვა დარგის გადმოსახედიდან აშუქებს – ანთროპოლოგია, კულტურის კვლევები, კრიტიკული სამართლის თეორია, ცნებათა ისტორია, პოლიტიკური თეორია, რელიგიის სოციოლოგია, ხელოვნების ისტორია, კინომცოდნეობა, პოლიტიკური ეკონომია, ლიტერატურათმცოდნეობა, ლინგვისტიკა თუ იკონოლოგია. დარგობრივი და თემატური მრავალფეროვნების წყალობით, კრებული პირველი რესპუბლიკით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებასაც და სამეცნიერო წრეებსაც ახალი კუთხით დაანახებს ამ ხანმოკლე, მაგრამ უაღრესად დატვირთულ პერიოდს.