„როგორ სურს ქალს“ ბესტსელერის ავტორი ემილი ნაგოსკი გვთავაზობს საკუთარი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესების მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდიკებს. სექსისგან სიამოვნების მიღების გზა საკუთარი თავის შეცნობით იწყება. ეს წიგნი კი – შესანიშნავი გზამკვლევია ამისთვის. წიგნი დაყოფილია ოთხ ნაწილად, რომელთაგან თითოეული ეძღვნება მნიშვნელოვანი ასპექტებიდან ერთ-ერთს: ანატომიას, კულტურის გავლენას, აღგზნების შესახებ მეცნიერულ მონაცემებს და სურვილებს, ბოლოს კი – ორგაზმს.