პოლიტიკური ფილოსოფია (არგუმენტები კონსერვატიზმისათვის)

26 ₾
გაზიარება:
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
…მემარცხენე-ლიბერალი მწერლები, უხალისოდ რომ აღიარებენ ერს სოციალურ სწრაფვად ან პოლიტიკურ მიზნად, ხანდახან განასხვავებენ ნაციონალიზმს „პატრიოტიზმისაგან“ – უძველესი სიქველისაგან, რომაელები რომ აქებდნენ და მაკიაველიც, ვინც პირველმა შექმნა სეკულარული იურისდიქციის თანამედროვე ისტორია; პატრიოტიზმიო, ისინი ამტკიცებენ, მოქალაქეთა ერთგულებაა და საძირკველი „რესპუბლიკური“ მთავრობისა; ნაციონალიზმი კი საერთო მტრობაა უცხოსადმი, შემოჭრილისადმი, „გარეშესადმიო“. მე ერთგვარად მომწონს ეს მიდგომა. და მაინც, სწორად გავიგოთ, რომ მაკიაველის, მონტესკიესა და მილის რესპუბლიკური პატრიოტიზმი ეროვნული ერთგულების ფორმაა; არა ნაციონალიზმივით პათოლოგიური, არამედ ბუნებრივი სიყვარული ქვეყნისა, თანამემამულეთა და კულტურისა, რაც აერთიანებთ. პატრიოტები ერთიანდებიან ხალხსა და ტერიტორიასთან, რაც მათია სჯულით; და პატრიოტიზმი ცდილობს გადაიტანონ ეს სჯული მიუდგომელ მთავრობასა და სამართალში. ეს საფუძველმდებარე ტერიტორიული უფლება თვით სიტყვაშია ნაგულისხმევი – patria „მამულია“, ადგილი რომელსაც მე და შენ ვეკუთვნით და რომელსაც ვუბრუნდებით, თუნდაც ფიქრებში, ბევრი ხეტიალის შემდგომ…