ნექსუსი

ავტორი: იუვალ ნოახ ჰარარი

28 

გამომცემლობა: სულაკაური
გამომცემელი:
რედაქტორი:
დიზაინერი:
კორექტორი:
ორიგინალი ენა:
ითარგმნა:
კარტეგორია: პოლიტიკა
ISBN: 9789941379000
ფორმატი: 14.5X21.5
წელი: 2026
ყდა: რბილი
გვერდები: 578
წონა:

გაზიარება:

Facebook
Instagram

მიწოდება: რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი – 6 ლარი. მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

უფასო მიწოდება გულისხმობს უფასო მიწოდებას თბილისში,
რეგიონებში კი 4 ლარად მიწოდებას ნაცვლად 9 ლარისა.

წიგნის ანოტაცია

ამბებმა გაგვაერთიანა.

წიგნები იდეებისა და მითოლოგიების გავრცელებაში დაგვეხმარა.

ინტერნეტმა უსასრულო ცოდნის საცავი გაგვიხსნა.

ალგორითმმა ჩვენი საიდუმლოებები შეისწავლა.

რა ცვლილებებს მოიტანს ხელოვნური ინტელექტი?

Nexus მოგვითხრობს საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის ისტორიას ქვის ხანიდან ხელოვნურ ინტელექტამდე და გვიჩვენებს:

როგორ აყალიბებდა ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებებს და პოლიტიკურ სისტემებს; როგორ აკონტროლებს, ავრცელებს და თავის სამსახურში აყენებს ინფორმაციას ძალაუფლება; როგორ მივიდა საზოგადოება დეზინფორმაციის უკონტროლო გავრცელებისა და პოპულიზმის აღზევებამდე.

ავტორი იკვლევს ინფორმაციისა და სიმართლის, ბიუროკრატიისა და მითოლოგიის, სიბრძნისა და ძალაუფლების რთულ ურთიერთობას და ცდილობს აგვიხსნას, რა გამოწვევების წინაშე დგას კაცობრიობა, როცა მთელ თავის ინფორმაციას ახალ, ყოვლისმომცველ და „მოაზროვნე“ საინფორმაციო ქსელს, ხელოვნურ ინტელექსტს ანდობს.

ისტორიკოსის და ფილოსოფოსის, იუვალ ნოახ ჰარარის ბესტსელერები: „საპიენსი“, „ჰომო დეუსი“; „21 გაკვეთილი 21-ე საუკუნისთვის“, „საპიენსის“ ციკლის გრაფიკული რომანები, თარგმნილია მსოფლიოს 65 ენაზე და გაყიდულია 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

იუვალ ნოახ ჰარარი ისრაელში დაიბადა, დოქტორის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. ასწავლიდა იერუსალიმის უნივერსიტეტში, ამჟამად კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კითხულობს ლექციებს საკუთარ წიგნებში განხილულ თემებზე.

ავტორის წიგნები

Scroll to Top