სელმა ოტილიანა ლავისა ლაგერლოფი (შვედ. Selma Ottiliana Lovisa Lagerlof; 1858-1940) – შვედი მწერალი. 1909 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში ,,მაღალი იდეალიზმის, ნათელი წარმოსახვისა და სულიერი აღქმისთვის, რომელიც მის ნაშრომებს ახასიათებს“. ლაგერლოფი პირველი ქალი ნობელიანტი დაშვედეთის აკადემიის პირველი ქალი წევრია.
ლაგერლოფი მეგობრობდა ებრაული წარმოშობის გერმანელ მწერალთან, ნელი ზაქსთან. 1940 წელს, ზაქსის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე,სელმას თხოვნით, შვედეთის მთავრობამ ნაცისტური გერმანიისგა დასაცავად ებრაელი მწერალიდა მისი ასაკოვანი დედა მუდმივი თავშესაფრით უზრუნველჰყო. ზაქსი სტოკჰოლმშია დაკრძალული.
ლაგერლოფი 1940 წლის 16 მარტს საკუთარ სახლში ინსულტით გარდაიცვალა.