თვითჰიპნოზი

ავტორი: ალმან ბრაიანი

14 

გამომცემლობა: პეგა
გამომცემელი:
მთარგმნელი: ნინა თურმანიძე
რედაქტორი: თამაზ თურმანიძე
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ფსიქოლოგია
ISBN: 9789941084454
ფორმატი: 14.5X20.0
წელი: 2016
ყდა: რბილი
წონა: 0.180
გვერდები: 189

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

თვითჰიპნოზი პირადი პრაქტიკის შედეგია, რომლის მიზანია აუტოგენური ჩაღრმავების მდგომარეობაში შესვლა. თვითჰიპნოზი ახლოსაა ლოცვასთან, მედიტაციასთან, აუტოტრენინგთან. თითჰიპნოზი გვაძლევს საკუთარი ტვინის პროგრამირების საშუალებას. ვიზუალირებისას, ანუ ცნობიერების განსაკუთრებულ მდგომარეობაში მხედველობითი გააზრებისას, ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა მართოს ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობა, ზემოქმედება მოახდინოს თავისი ორგანიზმის ფსიქიკურ და სომატურ ფუნქციებზე. შედეგად ჩნდება რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ადამიანმა დაამარცხოს სტრესი, მოიშოროს შიშები, ემოციური არასტაბილურობა, თავიდან აიცილოს საშიში დაავადებები, აიმაღლოს მოტივაცური აქტივობა, სულიერი და ფიზიკური ძალა, ამტანობა და მოახდინოს თავისი საქმიანობის ოპტიმიზირება.

თვითჰიპნოზის ხერხების დაუფლებით შეიძლება სისხლის წნევის, შაქრის დონის, სისხლში ჰორმონების რეგულირება, ტკივილის, დაღლილობის მოხსნა და მრავალი სხვა.

გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგის ალმან ბრაიანის ეს წიგნი დიდებული სახელმძღვანელოა მისთვის, ვისაც თვითჰიპნოზში დამოუკიდებლად მეცადინეობის სურვილი აქვს. ათობით კონკრეტული ვარჯიშია მოცემული მხოლოდ ტრანსში შესვლის ტექნიკის დასაუფლებლად. ავტორი დეტალურად განიხილავს ყველაფერს, რაც შეიძლება დაეხმაროს მკითხველს დამოუკიდებლად მუშაობაში. სტრესთან შიშებთან და უძილობასთან ბრძოლა, საკუთარ თავში თავდაჯერებულობის ამაღლება თვითშთაგონების დახმარებით – ეს და კიდევ მრავალი სხვა საკითხია განხილული ალმან ბრაიანის ამ შესანიშნავ წიგნში, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მილიონობით ტირაჟითაა გაყიდული.

წიგნისთვის შეიძლებოდა გვეწოდებინა თვითდახმარების ენციკლოპედია. იგი დაწერილია მარტივი, საინტერესო, ყველასთვის გასაგები ენით. მკითხველთან ასე საუბარი მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც ნამდვილად იციან, რასაც ამბობენ.

ავტორის წიგნები

Scroll to Top