„ფსალმუნი ებრაულად „მიზმორ“-ს ნიშნავს – მუსიკის თანხლებით, ღმერთის სადიდებელ გალობას. ამ საგალობელთა კრებულმა მიიღო სახელწოდება – ფსალმუნნი, ბერძნული სიტყვიდან „ფსალო“, რაც ნიშნავს სიმღერას, სიმებიანი მუსიკალური საკრავის თანხლებით. საკრავს ებრაულად ეწოდება „ნეპელ“, ბერძნულად „ფსალტერიონ“, ქართულად საფსალმუნე. მეოთხმოცე ფსალმუნში სიტყვა ფსალმუნი ინსტრუმენტის მნიშვნელობით იხმარება. ძველი ქართული ტრადიციის თანახმად, ფსალმუნთა კრებულს დავითნი ეწოდება“.
ებრაულად ამ წიგნს არ ეწოდება ფსალმუნნი არამედ თეჰილიმი, ტერმინი „tehillah“ უპირველეს ყოვლისა ეხება ქების ფორმას ან ღვთისკენ მიმართულ ქების სიმღერას. მაგალითად ფსალმუნი (22:3)-ში მოხსენებულია ებრაული სიტყვა תְּהִלּ֥וֹת თეჰილოთ რაც ნათარგმნია როგორც ხოტბა. სრული ტექსტი: ვეათა კადოშ იოშევ, თეჰილოთ ისრაელ – შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის. მაგალითად ამ სიტყვას შევხვდებით გამოსვლათა წიგნშიც: ვინ არის ღმერთთა შორის შენი მსგავსი, ჲჰვჰ [უფალო]? ვინ არის შენსავით დიდებული სიწმიდეში, მოშიშებით საქებო, სასწაულმოქმედო? (გამოს. 15:11) აქ სიტყვა თეჰილა ნახმარია როგორც ქება ან ხოტბა, ასე რომ ამ წიგნს ეწოდება სახოტბო ან სადიდებლები და არა ფსალმუნნი, აშკარად იგრძნობა ბერძნულ-ბიზანტიური გავლენა ბიბლიურ ტექსტებზე, რაც მიმაჩნია უდიდეს გაუკუღმართებად.