არწივის ძღვენი
38 ₾
მიწოდება: რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი – 6 ლარი. მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
უფასო მიწოდება გულისხმობს უფასო მიწოდებას თბილისში,
რეგიონებში კი 4 ლარად მიწოდებას ნაცვლად 9 ლარისა.
წიგნის ანოტაცია
„მე უკვე მინდობილი ვარ იმ ძალას, რომელიც ჩემს ბედისწერას მართავს, მე არაფერს ვეჭიდები, ამიტომ დასაცავი არაფერი მაქვს, მე აზრები არ გამაჩნია, ამიტომ ვხედავ, მე არაფრის მეშინია, ამიტომ საკუთარ თავს ვიხსენებ“.
კარლოსი და ლა გორდა უდიდესი პრობლემის წინაშე დგანან. ისინი აღმოაჩენენ, რომ არსებობდა სწავლების ორი მიმართულება: პირველი, რომელიც ჩვეულებრივი ცნობიერების მდგომარეობაში მიმდინარეობდა, ხოლო, მეორე, რომელსაც ამაღლებული ცნობიერებისას ჰქონდა ადგილი. ამ მდგომარეობის დაკარგვისთანავე, შეგირდებს ყველაფერი ავიწყდებოდათ, რაც დაინახეს და მოისმინეს. მათთვის მხოლოდ ერთადერთი არჩევანი არსებობს: ან ყველაფერი უნდა გაიხსენონ, ან სიგიჟის მორევში გადაიჩეხონ. როგორ უნდა დააღწიო თავი არწივს, რომელიც შენს სიკვდილის მომენტს ელოდება, რათა შენი ცნობიერება მიითვისოს და სამუდამოდ გაგაქროს? ვინ არის სილვიო მანუელი, რომელიც მუდამ ღამის წყვდიადში დგას? როგორი იქნება კარლოსის ბედისწერა, რომელიც აღმოაჩენს, რომ დონ ხუანის ჯგუფს აღარ ეკუთვნის? ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხს, „არწივის ძღვენში“ მიიღებთ, რომელიც ავტორის ყველაზე ინტიმური და აღსარებით სავსე წიგნია. 1981 წელს, „daily mail“-ის მიმიხილვაში, სტივენ კინგმა ამ წიგნს „შედევრი“ უწოდა.




