ფსიქოლინგვისტიკა ენათმეცნიერების და ფსიქოლოგიის მომიჯნავე დისციპლინაა, რომელიც ენის ფსიქოლოგიურ ასპექტებს იკვლევს. ფსიქოლინგვისტიკის სამიზნეა ენისა და ცნობიერების, ენისა და შემეცნების ურთიერთდამოკიდებულება.
როგორ ვსწავლობთ ლაპარაკს? როგორ ვეუფლებით უცხო ენას? რა აიოლებს სხვისი ნათქვამის მართებულად გაგებას და რა გვეხმარება ჩვენი აზრის უკეთ ჩამოყალიბებაში? ეს არის არასრული ნუსხა იმ საკითხებისა, რომელსაც განიხილავს ეს წიგნი.
„ფსიქოლინგვისტიკა“ განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, ყველასთვის ვინც დაინტერესებულია ენის ათვისების პრობლემების შესწავლით, ფსიქოლოგებისთვის, ფილოლოგებისთვის, პედაგოგებისთვის და, რა თქმა უნდა, ამ დისციპლინების შემსწავლელი სტუდენტებისთვის.