მთარგმნელის აზრით, ეს არის წიგნი, რომელსაც ადამიანების მხოლოდ ერთი პროცენტი გაიგებს, მხოლოდ ის ვინც უზომოდ გონიერი და ჭკვიანია. „მხოლოდ მას შეუძლიათ ამ წიგნის გაგება, ისევე, როგორც ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ ვერ გაიგო ადამიანთა უმრავლესობამ. ვფიქრობ, რომ ზუსტად ასე ვერ ჩასწვდება ამ წიგნსაც ბევრი, თუმცა რომ გაიგოს და გაიაზროს ამ წიგნის შინაარსი, რთული და გაცნობიერებული გზა უნდა გამოიაროს. და რაც მთავარია: ძალიან ნაკითხი უნდა იყოს. – ამბობს წიგნის მთარგმნელი ოლიკო ცისკარიშვილი.