აბსურდი, სამყაროსა და უზენაესი ავტორიტეტის წინაშე გამოვლენილი შიში, რომელიც მკითხველში საგანგაშო ემოციებს იწვევს – ასეთია ერთ-ერთი უდიდესი გერმანულენოვანი მწერლის, ფრანც კაფკას, შემოქმედება, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის უნიკალურ მოვლენადაა მიჩნეული. ფრანც კაფკას “რჩეული” მწერლის მცირე პროზის თითქმის სრული კრებულია ქართულ ენაზე.
წიგნში კაფკას მთარგმნელების თითქმის მთელი სპექტრია წარმოდგენილი: გასული საუკუნის სამოციან წლებში ძმები დავით და ზურაბ კაკაბაძეების მიერ სულ პირველი ნათარგმნებით დაწყებული და თანამედროვე მთარგმნელების შესანიშნავი ნამუშევრებით დამთავრებული. სპეციალურად ამ გამოცემისთვის პირველად ითარგმნა ოცდაათამდე მინიატურა, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებით.
წიგნი შესანიშნავი საჩუქარია ფრანც კაფკას თაყვანისმცემლებისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის.