გია ბერაძე

მთარგმნელი

გია ბერაძე განათლებით ინჟინერი, ინგლისური ენის სპეციალისტი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. სხვადასხვა წლებში თარგმნილი აქვს 50-მდე მხატვრული და არამხატვრული ნაწარმოებები, მათ შორის ჯეიმს ჯოისის, ჯერომ სელინჯერის, ჯ. მ. კუტზეეს, ოლდოს ჰაქსლის, ბერტრან რასელის, ჯიდუ კრიშნამურტის, მაჰათმა განდისა და სხვების ტექსტები. მისი თარგმანები პერიოდულად იბეჭდებოდა ლიტერატურულ გაზეთებსა და ჟურნალებში: „ჩვენი მწერლობა“, „აფრა“, „ალტერნატივა“, „განთიადი“, „ენიგმა“ და სხვა. ამჟამად არის სასულიერო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, ასწავლის მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას.

თარგმნილი წიგნები
აღსარება
კომპლექტი: თავისუფლება ცნობილისგან / სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა / პირველი და უკანასკნელი თავისუფლება
თავისუფლება ცნობილისგან
ფსიქოანალიზი და არაცნობიერი
ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ“
რეინკარნაცია
სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა
თავისუფლების შესახებ
პირველი და უკანასკნელი თავისუფლება
ეზოტერული ქრისტიანობა თუ მცირე მისტერიები
მომავლის ადამიანის უფლებები
ცნობიერების მზე
სექსიდან სუპერცნობიერებამდე
მრუდე სახლი
ანარქიზმის ანბანი
ეთიკური რელიგია
ჯანმრთელობის გასაღები
რას ნიშნავს იესო ჩემთვის
ქადაგება სიკვდილისთვის მზადების შესახებ
Scroll to Top