
დიმიტრი უჩანეიშვილი
მთარგმნელ / რედაქტორი
დიმიტრი უჩანეიშვილი (1969) – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2007 წელს მოთხრობებით „ქრონიკა“ და “გოდო“, რომლებიც „ჩვენი მწერლობის“ მეექვსე ნომერში გამოქვეყნდა; კიდევ რამდენიმე მოთხრობას მოყვა პიესა „ველბის ცხოვრება“, რომელიც 2011 წელს დაიბეჭდა ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“ და კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა; არანაკლები მოწონება ხვდა წილად მის პიესას „არჩი და ქეთ“; გამოქვეყნებული აქვს ორი რომანი – ცნობიერების ნაკადის ხერხის გამოყენებით შექმნილი „In Homo“ (2012) და დისტოპია – „კოშკი” (2013), ასევე უილიამ გოლდინგის მის მიერ თარგმნილი რომანი „შპილი“ (2013). სხვადასხვა დროს მოთხრობები და პიესები გამოქვეყნებულია ჟურნალებში „ჩვენი მწერლობა“ და „ლიტერატურული პალიტრა“; მისი პიესები და მოთხრობები თარგმნილია რუსულ და ინგლისურ ენებზე; 2016 წელს რუსულ ენაზე ცალკე წიგნად გამოიცა რომანი „In Homo“; პიესა „არჩი და ქეთ“ გახდა Badenweiler-ის 2016 წლის საერთაშორისო დრამატურგიული კონკურსის ვერცხლის პრიზიორი; ესსეები ქვეყნდება ბლოგზე; ესეისტი.