100 იგავი

ავტორი: ლეონარდო და ვინჩი

18 

გამომცემლობა: მწიგნობარი
გამომცემელი:
მთარგმნელი: ზაზა კობახიძე
რედაქტორი:
დიზაინერი:
კორექტორი: თეკლა კობახიძე

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: სხვადასხვა
ISBN: 9789941516849
ფორმატი: 14.5X20.3
ენა: ქართული
წელი: 2025
ყდა: რბილი
წონა: 0.180
გვერდები: 150

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

დიად ფლორენციელს 300-მდე მხატვრულ-ლიტერატურული ჩანაწერი (სხვადასხვა ჟანრობრივი არსით) მოეძიება: იგავები, ფაცეტიები, წინასწარმეტყველებანი, სალაღობო სეირობანი, შეგონებანი, ლეგენდები, ზრაპრები, გამოცანები. იგავების ნაწილი – ბასტიარიებს (ცხოველ-ფრინველთა თვისებებით წარმოჩენილი სათქმელი) წარმოადგენს, რაც ესოდენ უყვარდა ხალხს ანტიკურ სამყაროში და ქრისტეს შემდეგ ლეონარდომდე ეპოქაში. სხვადასხვა ენებზე გამოცემულ ლეონარდოს იგავებს სხვადასხვა მთარგმნელები ხან სალაღობო სეირობებს უმატებენ, ხან წინასწარმეტყველებებს ან კრიპტოგრამებს თუ გამოცანებს და ხანაც ფაცეტიებს, ანდა პიქტოგრამებს, რებუსებსა თუ ლეონარდოს მიერ ისე, შემჩნევით, დასამახსოვრებლად მონიშნულ ცხოვრებისეულ ჩანაწერებს, რასაც, თვისობრივად, არაფერი აქვს საერთო იგავთან.

ამ გამოცემით დიდად ვეცადე, რომ მსგავსი აღრევა არ დამეშვა და ქრესტომათული სიზუსტით მივსდიე ჟანრობრივ მახასიათებლებს… ჩემდა გასაოცრად, ზემოთ აღნიშნული 300-მდე სხვადასხვა ლიტერატურულ-ჟანრობრივი ჩანაწერიდან იგავური (ბასტიარიების ჩათვლით) ხასიათის თხზულების რაოდენობა ზუსტად 100 ერთეულით შემოისაზღვრა. ისე, რომ ამ წიგნით ლეონარდო და ვინჩის იგავთა სრული კრებული შეიკრა.

მართლაცდა, ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სახალისო, სალაღობო, მკითხველთა და მსმენელთათვის სიხარულის მიმნიჭებელმა ისტორიებმა და ამბებმა ადამიანის სულიერ განწყობილებაზე ისეთი გავლენა უნდა იქონიოს, რომ გარე სამყაროსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას მცდარი მიმართებისა და დაუხვეწავი უნარების მქონეს, სულზე მიუსწროს, დახმარების ხელი გაუწოდოს, მცდარად დარწმუნებულის მსოფლმხედველობაზე ზეგავლენა მოახდინოს და ნათელ გზაზე სავალად დააკვალიანოს. ასე იყო წარსულ დროებაში და ასე იქნება მარადჟამ… ბუნებრივია, თუკი ადამიანს აქვს ყური გონიერი, რათა ისმინოს. ლეონარდოს იგავები და ბასტიარიები ამ დანიშნულებით ზემოქმედებდა და ზემოქმედებს მის გვერდით მაცხოვრებელ თანამედროვეებზე და ჩვენზეც, მის მომდევნო თაობებზე. თვალნათელია – დიადმა ფლორენციელმა პირველი იგავის დასაწერად კალამს როცა მოჰკიდა ხელი, ჭეშმარიტად ამოძრავებდა მიზანი, რაიც ერთგვარ მოწონებად ჟღერს: „ნუ ჩაიქრობთ სულის ნათებას“.

ზაზა კობახიძე

 

 

Scroll to Top