ხმლების გრიგალი (3)

45 ₾
გაზიარება:
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
ხუთი მეფის ომმა ვესტეროსი მოაოხრა. მოისრა ციხესიმაგრეები, ბურჯები. ძმამ ძმაზე აღმართა ხელი, შვილმა – მამაზე, მასპინძელმა – სტუმარზე. სანდო აღარავინ დარჩა – ყველა ყველას ღალატობს. დიადი საგვარეულოების მიერ გადახდილი ხუთი ქორწილიც კი ვერავის მოუტანს ბედნიერებას… სამართლიანი სტარკები, ქედმაღალი ლანისტერები, შურისმაძიებელი მარტელები, თავზეხელაღებული გრეიჯოები – ხმლების გრიგალი ყველას გადასწვდა. ამ დროს კი დედამიწის სხვადასხვა კიდეში დენერისი გრიგალითშობილი და ღამის ებგურის ძმა ჯონ სნოუ გაუდგნენ თავიანთ გრძელ გზას შინისკენ… ჯორჯ მარტინის მესამე წიგნი სერიიდან „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ მკითხველს გააოგნებს – ნაცნობი გმირები სრულიად განსხვავებული კუთხით წარმოგვიდგებიან, სიუჟეტის განვითარების პროგნოზირება კი უბრალოდ შეუძლებელია. წიგნს მიენიჭა 2001 წლის პრემია „ლოკუსი“.