ჩაკლული სული
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
19 ₾
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
გამომცემლობა: ინტელექტი
გამომცემელი:
მთარგმნელი: ალექსანდრე კარტოზია
რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია
დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი
კორექტორი:
გაზიარება:
Facebook
Instagram
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული“ 1932 წელს დაიწერა და შემდგომ წელს გამოიცა გერმანიაში. ესაა პირველი ლიტერატურული ცდა „ბოლშევიკური კლიმატისა“ და სტალინიზმის ნამდვილი არსის წარმოსაჩენად – ავტორმა 30-იანი წლების დასაწყისშივე იწინასწარმეტყველა იმავე ათწლეულის სისხლიანი ტერორი და რეპრესიები. „წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. საბჭოებმა ამ წიგნის გამო ხალხის მტერი დამარქვეს“ – წერდა ერთ-ერთ ბარათში გრიგოლ რობაქიძე. რომანი, მისი ავტორი და გრიგოლ რობაქიძის მთელი შემოქმედება დიდი ხნით აიკრძალა და მიუღებლად გამოცხადდა საბჭოთა კავშირში. რომანის მოქმედება თბილისში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი – მწერალი თამაზ ენგური ყველანაირად ცდილობს დაუსხლტეს წითელი დიქტატურის საცეცებს, არ ითანამშრომლოს მოძალადე რეჟიმთან, შიშისა და უნდობლობის გარემოში შეინარჩუნოს ღირსება და არ გატყდეს. მაგრამ სხვანაირად ფიქრობს გპუ – სტალინის ურყევი ნების შემსრულებელი სადამსჯელო მანქანა…

