კომპლექტი: შიშის ძირითადი ფორმები / შიში და ძრწოლა / შიშის ცნება

ავტორი: ავტორთა ჯგუფი

Original price was: 102 ₾.Current price is: 78 ₾.

გამომცემლობა: .........
გამომცემელი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: სხვადასხვა
ISBN: ......
ფორმატი: 14.5X20.5
წელი: 2024/25
ყდა: რბილი
წონა: 1.010
გვერდები: 830

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

შიშის ძირითადი ფორმები:

ვის არ განუცდია შიში ახლობლებთან ურთიერთობისას, შიში იმისა, რომ დარჩე მიტოვებული? შიში უცნობი მომავლის, სიკვდილის წინაშე?

რიმანი უწოდებს მათ შიშის ოთხ ძირითად ფორმას, რომელთა საფუძველზეც წარმოგვიდგენს ტიპოლოგიას პიროვნების ოთხი სახასიათო ტიპით. განიხილავს თითოეული ხასიათის მიმართებას სიყვარულთან და აგრესიასთან, ცხოვრებისეულ წარსულთან და გვთავაზობს უამრავ ნიშანდობლივ მაგალითს.

პოპულარული ენით დაწერილი და კლასიკად ქცეული ეს ფსიქოლოგიური ნაშრომი, რომლის საერთო ტირაჟი 850.000 ეგზემპლარზე მეტია, მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.

შიში და ძრწოლა:

„შიში და ძრწოლა“ გახლავთ სიორენ კირკეგორის ფილოსოფიური ნაშრომი, რომელიც პირველად 1843 წელს გამოიცა. წიგნი ეხება აბრაამის ისტორიას, როდესაც ღმერთმა მას უბრძანა, რომ საკუთარი ვაჟი, ისააკი, მსხვერპლად შეეწირა. ავტორი განიხილავს რწმენის ბუნებას და ამტკიცებს, რომ აბრაამი არის რწმენის რაინდი, რომელიც ეთიკურ კანონებს სცდება და ღმერთის ნებას უსიტყვოდ ემორჩილება.

ავტორი ცდილობს აჩვენოს, რომ ჭეშმარიტი რწმენა სცდება რაციონალურ და ეთიკურ ჩარჩოებს და მოითხოვს აბსოლუტურ მორჩილებას ღმერთის ნებისადმი. იგი ტექსტში თეოლოგიურ და ეგზისტენციალურ საკითხებს ეხება, მათ შორის ინდივიდის სუბიექტურ ურთიერთობას ღმერთთან.

კირკეგორი განასხვავებს ტრაგიკულ გმირსა და რწმენის რაინდს, რომელთაგან პირველი ეთიკურ მსხვერპლს გაიღებს, ხოლო მეორე – აბსურდის ძალით ყველაფერს უკან იბრუნებს. წინამდებარე ნაშრომი ხაზს უსვამს სწორედ რწმენის პარადოქსულ და შეუცნობელ ბუნებას.

შიშის ცნება:

…ადამიანი რომ ყოფილიყო ცხოველი ან ანგელოზი, ვერ შეძლებდა შიშს. რადგან იგი სინთეზს წარმოადგენს, შეუძლია შიში და, რაც უფრო ღრმად ეშინია, მით უფრო დიდია ადამიანი, მაგრამ არა იმ აზრით, ჩვეულებისამებრ, როგორც ესმით ადამიანებს შიში, სახელდობრ, როგორც შიში, რაღაც გარეშეს წინაშე, ანუ, რაც ადამიანის გარეთ იმყოფება, არამედ – იგი თავად არის შიშის აღმომცენებელი. მხოლოდ ამ აზრით უნდა იყოს გაგებული, როდესაც ქრისტეზე ითქმება, რომ იგი სასიკვდილო ურვამ მოიცვა, და ასევე, როდესაც ის იუდას მიმართავს: „რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე“ (იოანე, 13, 27), აგრეთვე ის საშინელი სიტყვები, რომელთა წინაშე თვით ლუთერს გააჩნდა შიში, რათა ექადაგა: „ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?“ (მარკოზ, 15, 34), შეუძლებელია სიტყვებით ტანჯვის უფრო ძლიერ გამოხატვა, რადგან ამ უკანასკნელი სიტყვებით აღწერილია მდგომარეობა, რომელშიც ქრისტე იმყოფება, ხოლო პირველი სიტყვებით აღწერილია დამოკიდებულება მდგომარეობისადმი, რომელიც ჯერ არ დამდგარა… – სიორენ კირკეგორი.

ავტორის წიგნები

ფილოსოფია
უფასო მიტანა
ავტორთა ჯგუფი
კომპლექტი: კავკასიის ისტორია (ტომი I, II)
ავტორთა ჯგუფი
Original price was: 160 ₾.Current price is: 130 ₾.
Scroll to Top