წიგნის მიზანია ცნობიერების ამაღლება და ტრანსფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მკითხველს გამოიყენოს საკუთარ თავზე მუშაობის ინსტრუმენტად, რათა უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი და გააცნობიეროს, რომ ყველაფერი ჩვენშია და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
წიგნში განხილულია კვანტური/ენერგო-ინფორმაციული ველის შესახებ ინფორმაცია, ენერგიის არსი და მნიშვნელობა, ჩაკრალური სისტემა, ცნობიერის და ქვეცნობიერის არსი, იერარქიის კანონი, ბალანსის კანონი და ცხოვრების ოთხი მთავარი სფერო, დესტრუქციული პროგრამების, აზრების და ემოციების გავლენა ადამიანზე და სხვა. წიგნის ბოლო ნაწილში, აქცენტი გავაკეთეთ ჩვენს მთავარ სათქმელზე, რომელსაც ვუწოდეთ გზა ტრანსფორმაციამდე.
ჩვენი მიზანია, მკითხველს შევახსენოთ, რომ ბედნიერების, წარმატების, სიხარულის, ჰარმონიის სათავე ჩვენი „შინაგანი მე“ და განვლილი ცხოვრებაა. არსად არ უნდა ვეძებდეთ იმას, რაც უკვე ჩვენშია. ადამიანები არ ვცხოვრობთ სხვისი წესებით და სხვისი დაწერილი აზრების გათვალისწინებით, ჩვენ ვივითარებთ შინაგან ხედვას, ვითავისუფლებთ გზას შინაგან სამყარომდე, სადაც ყველაფერია, რაც კი ოდესმე წარსმოსახვაში, ფიქრებსა და ოცნებებში გვქონია.