კომპლექტი: უკმაყოფილება კულტურით, სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან, მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი

70 ₾ Original price was: 70 ₾.55 ₾Current price is: 55 ₾.
გაზიარება:
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
უკმაყოფილება კულტურით: გამოცემა აერთიანებს ზიგმუნდ ფროიდის ორ ტექსტს: 1. „უკმაყოფილება კულტურით“, 2. „სასრული და უსასრულო ანალიზი“. უკმაყოფილება კულტურით: აღნიშნული ტექსტი წაროადგენს კულტურის კრიტიკას. პირველი კულტურული აქტი არის აკრძალვა, რომელიც ადამიანს თავის ბუნებრივ თავისუფლებასთან აშორებს. ფროიდის მიხედვით, ცხოვრების მიზანს სიამოვნება განსაზღვრავს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ადამიანი შემოსაზღვრულ იქნა კულტურული აქტებით მან დაკარგა თავისი ბუნებრივი სახე, რამაც განაპირობა არაერთი კომპლექსის ჩამოყალიბება. კომპლექსები, რომლებიც სურვილების დათრგუნვითა და ცივილიზაციის (კულტურის) განვითარების შედეგად წარმოიშვა, ღრმად არის ჩამარხული ქვეცნობიერში და მავანს მუდმივად უწევს ჭიდილი ნებასა და კულტურის მიერ ტაბუირებულ საკითხებს შორის. სასრული და უსასრულო ანალიზი: აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ზიგმუნდ ფროიდის შემოქმედების ერთგვარ შეჯამებას, სადაც ავტორი გვანახებს ფსიქოანალიზის როლს ადამიანის მენტალურ განვითარებაში, რამეთუ ამ უკანასკნელის მიზანი სწორედ იმ კომპლექსებისა და ლტოლვის გამოკვლევა და გადალახვაა, რომლებიც კულტურამ წარმოშვა.
სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიიდან: წიგნის საკვლევ საკითხს წარმოადგენს სექსუალობა და მისი გამოვლენა ბავშვობის, მოზრდილობისა და ზრდასრულობის დროს. ფროიდი აღწერს ყველა სექსუალურ პერვერსიას, რომელიც წარმოდგება, როგორც გადახრა ნორალურად წოდებული სექსუალობიდან. სექსუალური გადახრების კლასიფიკაციის შესაქმნელად ფროიდი ლიბიდოს კონცეფციის პარალელურად იყენებს იმპულსის ცნებას, რომელიც გულისხმობს ფსიქიკურ იმპულსს, რომლის წყაროც სხეულის გარკვეულ ნაწილშია და ხასიათდება, როგორც მიზნისკენ მიმართული და ობიექტის მქონე. გარდა ამისა, ფროიდი საუბრობს ნარცისიზმისა და მისი გამოვლინებების შესახებ. რაც შეეხება ტაბუს, რომელიც ძალაუფლებასთან ასოცირდება არის ქალწულობის ტაბუ, რომლის არსებობაც კაცობრიობის ისტორიაში საუკუნეებს ითვლის. ფროიდის მიხედვით, ეს პირდაპირ კულტურის, რელიგიისა და ადათის მიერ ტაბუირებული საკითხია, რომელსაც ძალაუფლება უდევს საფუძვლად. ძალაუფლება იმ გაგებით, რომ ქალწულობის ტაბუ თავის თავშივე მოიაზრებს მორჩილების ცნებას.
მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი: გამოცემა აერთიანებს ზიგმუნდ ფროიდის სამ ნაშრომს – „მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“, „სიზმართხილვის შესახებ“, „ილუზიის მომავალი“. „მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი“ – ნაშრომი რომელიც მასობრივ გაერთიანებათა სოციალურ-ფსიქოლოგიურ ანალიზს ეძღვნება. აღნიშნული ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ იგი წარმოადგენს ფსიქოანალიზიდან, როგორც თერაპიული მეთოდოლოგიიდან, ფსიქოანალიზზე, როგორც ფილოსოფოსობის ფორმაზე გადასვლას. ასეთი გადასვლა ხორციელდება ფსიქოანალიზის დებულებათა გამოყენებით სოციალური მოვლენებისა და პროცესების ასახსნელად. ფროიდი ცდილობს ინდივიდუალურ-ფსიქიკური დონე დაუკავშიროს საზოგადოებრივ ფენომენთა სტრუქტურულ და დინამიურ ასპექტებს. ფროიდის თანახმად, პიროვნების ფსიქოლოგია ფართო გაგებით სოციალურ („მასობრივ“) ფსიქოლოგიასაც წარმოადგენს, რადგან ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში ყოველთვის მყოფობს „სხვა“. „მასების ფსიქოლოგია“ ადამიანს განიხილავს, როგორც სოციალური ერთობის ნაწილს, ანუ როგორც ბრბოს შემადგენელ ნაწილს. „სიზმართხილვის შესახებ“ გახლავთ „სიზმართა განმარტების“ შემოკლებული ვერსია, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1901 წელს და სიზმრის წარმოქმნის ფსიქიკური პროცესის, სიზმრის გამომწვევი მოტივებისა და მისი ფარული შინაარსის ცხადად ქცევის პრობლემებს ეხება. „ილუზიის მომავალი“ ფროიდის გვიანდელი პერიოდის ნაშრომია, რომელიც 1927 წელს გამოქვეყნდა და რომელიც მისი მოძღვრების განვითარების უკანასკნელ პერიოდს ეკუთვნის. ამ პერიოდში ის ოდნავ შორდება ფსიქიკის ყველა ასპექტის განმარტებას სექსუალური ინსტინქტებით და შეავსებს მას სიკვდილისკენ ლტოლვის, განადგურების იდეებით. ურყევი ათეისტი – ფროიდი, დარწმუნებულია, რომ რელიგია – ილუზიაა. ამაში ის ღრმად არის დარწმუნებული. დარწმუნებულია იმაშიც, რომ მხოლოდ მეცნიერების საშუალებითაა ჭეშმარიტება მიღწევადი, მაგრამ თუ გონებაც ილუზიაა, ის მზად არის ამ ილუზიის შედეგები მიიღოს.