ტრაგედია ადამიანად ყოფნისა (ფენომენოლოგიური მეტაფიზიკის შექმნის მცდელობა)
26 ₾
მიწოდება: რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი – 6 ლარი. მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
უფასო მიწოდება გულისხმობს უფასო მიწოდებას თბილისში,
რეგიონებში კი 4 ლარად მიწოდებას ნაცვლად 9 ლარისა.
წიგნის ანოტაცია
მონოგრაფიაში „ტრაგედია ადამიანად ყოფნისა“ ვცადე ფილოსოფიის ენახე გამომეთქვა ჩემი მსოფლმხედველობა.
ეს მსოფლხედვა ყოველთვის ჩანდა ჩემს პოეზიაშიც და ფილოსოფიურ შრომებშიც,მაგრამ ეს მონოგრაფია ჩემი პოეტური ხედვებისა და ფილოსოფიური ძიების შეჯამებაა. ის ფილოსოფიური კლასიკის ცოდნაზეა დაფუძნებული. მაგრამ ალბათ არ ჰგავს არცერთ ფილოსოფიურ სისტემას და უპირველესად ავტორის სულს გამოხატავს.
მისი მთავარი აზრი, ორიოდ სიტყვით, ასეთია: ყოფნა ერთგვარი „უარყოფითი სიდიდეა“, ხოლო ადამიანად ყოფნა ამ ნამდვილი ირაციონალის განცდა და გაცნობიერებაა. ამიტომ ის, არსებითად, ტრაგედიაა და შეუძლებელია რომელიმე შემთხვევაში სხვა რამე იყოს.
ჩემი არცერთი აზრი – არც ფილოსოფიაში და არც პოეზიაში – არაა პოპულარული. ეს კანონიერად მიმაჩნია და არავის თავს არ ვაწონებ. მხოლოდ იმას გამოვხატავ, რაც ჭეშმარიტად მიმაჩნია, და ერთადერთი, რასაც ვცდილობ, ისაა, რომ სხვაც დავარწმუნო ამაში.
ღრმად მწამს, რომ თითქმის ყველა ადამიანი გულის სიღრმეში ჩემსავით ფიქრობს. განსხვავება ისაა, რომ მე ამას გამოვხატავ, სხვები კი უფრო არა, ვიდრე ვერა. ცხოვრებაში მიღებულია არა ჭეშმარიტება, არამედ სიცრუე – ერთმანეთის მოტყუება და ამ გზით თავის მოტყუება. მე ვფიქრობ, რომ ეს არაა საჭირო. ადამიანმა ყველაზე მაღლა ჭეშმარიტება უნდა დააყენოს. მწამს, რომ ესა სჯობს სიცრუეში ცხოვრებას.
მაგრამ ჭეშმარიტების უარყოფას ერთგვარი შეთქმულების სახე აქვს; იმ ზომამდე, რომ ჭეშმარიტება ჯერ შეცდომად, მერე დანაშაულად და ბოლოს მკრეხელობად მიაჩნიათ. უსამართლობაა ეს, რადგან ყველას, მათ შორის ჭეშმარიტების მაძიებელს აქვს თავისი მრწამსის გამოხატვის უფლება.
ჭეშმარიტების შემეცნებას ღრმა აზროვნება სჭირდება, მაგრამ არანაკლებ – შინაგანი პატიოსნება და გულწრფელობა. მკითხველს სწორედ ამ პატიოსნებისა და გულწრფელობისკენ მოვუწოდებ. ყველა, ვინც შინაგანად პატიოსანი და გულწრფელია, და ამავე დროს მეტ-ნაკლებად ნათელი გონების პატრონიცაა, ჩემს მეგობრად მიმაჩნია.
