სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები

ავტორი: კანდიდ ჩარკვიანი

14 

გამომცემლობა: არტანუჯი
გამომცემელი:
მთარგმნელი:
რედაქტორი: ნატო გორდელაძე
დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: სხვადასხვა
ISBN: 9789941445903
ფორმატი: 15.0X21.0
წელი: 2015
ყდა: რბილი
წონა: 0.335
გვერდები: 266

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

გელა ჩარკვიანის რედაქციით

„მამაჩემი კანდიდ ჩარკვიანი 14 წლის მანძილზე, 1938‑იდან 1952 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს კომუ­ნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს და რეგულარულად ხვდებოდა სტალინს სხვადასხვა ვითარებაში. თავის საფუძვლიან მემუარულ ნაშრომში „განცდილი და ნააზრევი“ იგი მოგვითხრობს მისი დროის საბჭოთა საქართველოს ცხოვრების ყველა ასპექტის შესახებ და დეტალურად აღწერს სტალინთან შეხვედრების არაერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს.

ამ წიგნში თავმოყრილია ფრაგმენტები კანდიდ ჩარკვიანის მემუარებიდან, რომლებიც ყველაზე სრულად ახასიათებენ სტალინის რთულ და წინააღმდეგობრივ პიროვნებას მიუხედავად ორთოდოქსი მარქსისტი ავტორის აშკარა სიმპათიისა იოსებ სტალინისა და კომუნისტური წყობის მიმართ, მკითხველი უთუოდ შეიგრძნობს იმ სუსხიან ატმოსფეროს, რომელიც სუფევდა ზეცენტრალიზებულ, ერთი ადამიანის ნებას ტოტალურად დამორჩილებულ სახელმწიფოში“. (გელა ჩარკვიანი)

გარეკანზე გამოყენებულია ცნობილი ქართველი მხატვრის – უჩა ჯაფარიძის მიერ პასტელით შესრულებული სტალინის პორტრეტი, რომელიც მან კანდიდ ჩარკვიანს 1947 წელს აჩუქა. პორტრეტი წლების განმავლობაში ეკიდა ჩარკვიანის სამუშაო ოთახში და დღეს ინახება მის პირად არქივში.

წიგნში შესულია კანდიდ ჩარკვიანის მიერ სტალინისადმი 1949 წლის დეკემბერში მიწერილი ბარათი საბჭოთა ენათმეცნიერების მდგომარეობის თაობაზე. წერილის არშიებზე ყავისფერი ფანქრით გაკეთებული შენიშვნები ეკუთვნის იოსებ სტალინს. ეს ბარათი დაედო საფუძვლად გახმაურებულ დისკუსიას ენათმეცნიე­რების საკითხებზე. იბეჭდება პირველად.

ავტორის წიგნები

Scroll to Top