კომპლექტი: სიყვარულის ძალა, სექსიდან სუპერცნობიერებამდე

ავტორი: ოშო

Original price was: 67 ₾.Current price is: 55 ₾.

ავტორი: ოშო
გამომცემლობა: აქტი
გამომცემელი: გიზო ცაცუა
რედაქტორი: დავით ცომაია
დიზაინერი: დიზაინერთა ჯგუფი
კორექტორი: კორექტორთა ჯგუფი

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ფილოსოფია
ISBN: ......
ფორმატი: 14.5X20.5
ენა: ქართული
წელი: 2022-23
ყდა: რბილი
წონა: 0.794
გვერდები: 496

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

სიყვარულის ძალა: ავტორი, თავის წიგნში – „სიყვარულის ძალა“ განიხილავს სიყვარულის მნიშვნელობას, მის სხვადასხვა გამოვლინებას. ის მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა არის შეყვარება, მაგრამ ადამიანებს ამის შესახებ ცოდნა არ აქვთ. სახელმწიფო, საზოგადოება, რელიგია ადამიანს იძულებულს ხდის ჩარჩოში მოაქციოს როგორც აზროვნება, ასევე გრძნობები, რის შედეგადაც, სიყვარული გახდა ინსტიტუციონალური. ადამიანს სიყვარულის უნარი დაბადებიდან გააჩნია, მაგრამ ის სახელმწიფოსა და რელიგიური ჯგუფების უარყოფითი გავლენის მეშვეობით, თავის ნამდვილ არსს ჩამოშორდა, რის გამოც, ის არა სასიამოვნო გრძნობა, არამედ მტკივნეული და მტანჯველი გახდა. ამ წიგნით, ოშო გვასწავლის თუ როგორ ვიპოვოთ სიყვარული და რა გზებს უნდა მივმართოთ ამისთვის; რა უნდა გააკეთონ ქორწინებაში მყოფმა ადამიანებმა იმისათვის, რომ გადალახონ ურთიერთობაში არსებული დაბრკოლებები; როგორ უნდა მივაღწიოთ ჰარმონიას და როგორ უნდა აყვავდეს ნამდვილი სიყვარული საკუთარ თავთან, ან სხვათა ურთიერთობებთან მიმართებაში.

სექსიდან სუპერცნობიერებამდე: წიგნში ავტორი აღწერს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შინაგანი ენერგიიდან სექსუალურ ენერგიამდე, სექსუალური ენერგიის საკვები და სუბლიმაცია, ფიტავს თუ არა სექსი ენერგიას? ძალადობა და სექსუალური სურვილი, ცოდნა და სექსუალური დაკმაყოფილება, სექსი, სიყვარულის გენეზისი, რა არის სიყვარული? რეპრესიიდან ემანსიპაციამდე, მედიტაციის მწვერვალი, სექსი – სუპერ-ატომი, ვნებიდან ღმერთამდე და ა.შ. როგორც ავტორი აღნიშნავს, დასავლელი ფსიქოლოგები, ფროიდიდან იუნგამდე, წერდნენ სექსის მეორე დონის – ფსიქოლოგიური დონის შესახებ, მაგრამ სექსის მესამე დონე, რომელზედაც ოშო ამ წიგნში საუბრობს, არც დასავლეთში იცოდნენ და არც აღმოსავლეთში, ის სექსის მესამე ანუ სულიერი დონეა. ამავდროულად ავტორი აღნიშნავს, რომ ფროიდს არ შეუსწავლია ნორმალური ჯანმრთელი სექსი, ის სწავლული იყო და ავადმყოფობებს, გაუკუღმართებებს იკვლევდა, ოშოს მიზანი კი სექსის სულიერი მხარეების კვლევა და წარმოჩენაა.

Scroll to Top