სიტყვა ადამიანის ღირსების შესახებ
12 ₾
გაზიარება:
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
„აღორძინების ეპოქის მანიფესტი – ხშირად სწორედ ასე მოიხსენიებენ ამავე პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გაბედული მოაზროვნის, იტალიელი ჯოვანი პიკო დელა მირანდოლას (1463-1494) უმთავრეს ნაშრომს, რომლის თარგმანსაც ვთავაზობთ მკითხველს.
„სიტყვა ადამიანის ღირსების შესახებ“ არის ტექსტი, რომელშიც პარადიგმატულად არის წარმოჩენილი აზროვნების შუა საუკუნეობრივი ტიპიდან აღქმის რენესანსულ მოდელზე გადასვლის შედეგები.
ავტორი ცდილობს ადამიანს მიანიჭოს თავისუფლება ღმერთის იდეის დანაკარგის გარეშე. მისი აზრით, ადამიანი თავისუფალ არსებად სწორედ ღმერთმა დაბადა. ადამიანის თავისუფლება, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურია; ის თავისუფალია არა მხოლოდ სოციალური თუ ეთიკური გაგებით, არამედ ონტოლოგიურადაც – რადგან მას შეუძლია თავადვე აირჩიოს, შექმნას საკუთარი ბუნება, არსი. ადამიანი საკუთარი თავის ერთადერთი შემოქმედია. მირანდოლას აზრით, სწორედ ამით განვსხვავდებით ჩვენ სხვა მიწიერი, თუ ზეციური ქმნილებებისგან და სწორედ ამის გამო ადამიანი ყველაზე ბედნიერი და საოცარი არსებაა.
მირანდოლა იყო თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული მოაზროვნე. სულ რაღაც 23 წლის გახლდათ, როდესაც თავისი, სინკრეტიზმის სახელით ცნობილი ფილოსოფიურ-თეოლოგიური მოძღვრება ცნობილ 900 თეზისად ჩამოაყალიბა და მათ განსახილველად, საკამათოდ ფილოსოფოსთა მსოფლიო კონგრესის მოწვევა განიზრახა. სწორედ მაშინ დაწერა „სიტყვა ადამიანის ღირსების შესახებ“, რომელიც შესავალ სიტყვად უნდა წარმოედგინა. სამწუხაროდ, მისმა მოწინააღმდეგეებმა რომის პაპი, ინოკენტი VIII დაარწმუნეს, რომ მირანდოლას თეზისები ერეტიკული იყო. შესაბამისად, კონგრესი არ შედგა და, მეტიც, ყველაფერი ახალგაზრდა ფილოსოფოსის დაპატიმრებით დასრულდა. საპყრობილიდან მირანდოლა მედიჩების ოჯახმა იხსნა“ – რედაქტორი.