საუბრები აზროვნებაზე (მასალები არქივიდან)
38 ₾ Original price was: 38 ₾.25 ₾Current price is: 25 ₾.
გაზიარება:
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
წიგნი არის კრებული 1986-1990 პერიოდის ტექსტებისა, რომლებსაც უშუალო ან ძალიან ახლო მიმართება გააჩნიათ შინაარსთან ლექციებისა, რომლებიც მ. მამარდაშვილმა თსუ-ში წაიკითხა1986-1987 წწ. და გამომომცემლობა „აქტმა“ დაბეჭდა 2024 წწ. სახელწოდებით – „საუბრები აზროვნებაზე“. ლექციების გარდა, წიგნში შედის ამ პერიოდის რამდენიმე მოხსენება, გამოსვლა, და სამუშაო (მოსამზადებელი) მასალები ლექციებისათვის საარქივო დოკუმენტებიდან. კრებულის ერთ-ერთი ცენტრალური თემაა – აზრის წარმოშობის შესაძლებლობის პირობები. აზრის – არა, როგორც აზრისა რაღაცის შესახებ, არამედ აზროვნებაზე, როგორც ასეთზე. რა არის აზროვნება, როგორც ფენომენი, როგორ ხორციელდება ის და რა ხდის აზრს „ცოცხალს“. ავტორი აჩვენებს, რომ აზროვნება არის არა მოცემულობა, არამედ ყოველდღიური ძალისხმევა. აზროვნება წარმოდგება, როგორც აქტიური დინამიკური პროცესი, რომელიც ადამიანს თან ახლავს შემეცნების ყოველ ნაბიჯზე და გარესამყაროსთან ურთიერთობისას. მასალები ლექციებისათვის არის ის, რასაც შეიძლება ეწოდოს work-in-progress, ანუ ის, რაც იმყოფება მუდმივი დამუშავების, ჩამოყალიბების პროცესში და ფილოსოფოსის შემოქმედების ლაბორატორიაში მისი ცოცხალი აზრის ერთგვარ სივრცეში ჩაძირვის შესაძლებლობას იძლევა.
გარეკანზე გამოყენებულია უილიამ ბლეიკის ნახატი: დანტე გაურბის სამ მხეცს (1824-1827).
„ღვთაებრივი კომედია“ (ჯოჯოხეთი I, 1-90).
პირველი ქართული თარგმანი.





