სატახტოთა თამაში (1)

45 ₾
გაზიარება:
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
ჯორჯ მარტინს „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ჯერაც არ დაუსრულებია, მაგრამ მისი ნაწარმოები უკვე კლასიკადაა ქცეული. ინგლისურენოვან ფენტეზიში ტოლკიენის მერე არავის შეუქმნია ვესტეროსივით მწყობრი სამყარო. ეს სამყარო კი დასახლებულია გმირებით, რომელთა თვალისმომჭრელი ხასიათები და თავგადასავლები უფრო და უფრო ითრევენ მკითხველს არა-დედამიწური კონტინენტების თუ ამბების სულ უფრო მეტად მომნუსხველ ლაბირინთებში. ამ სამყაროში „ბეჭდების მბრძანებლის“ დროიდან ხელუხლებელი ჟანრის კანონები ელფერს იცვლიან და ახალ ქმნილებას ერგებიან. აღტაცებული რეცენზიები, მილიონობით თაყვანისმცემელი, მის მოტივებზე გადაღებული სერიალი – ეს მხოლოდ იმ უბრალო ფაქტის დასტურია, რომ მკითხველი ვერ შეძლებს მარტინის წიგნების შუა გზაზე მიტოვებას. ასე რომ, გადადეთ ყველა საქმე, მოხერხებულად მოეწყვეთ, შემოაღეთ შვიდი სამეფოს კარი და ჩაერთეთ „სატახტოთა თამაშში“!