სამართლის ფილოსოფია

ავტორი: ფრიდრიხ ჰეგელი

48 

გამომცემლობა: მერიდიანი
გამომცემელი:
მთარგმნელი: გიორგი ბარამიძე
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ფილოსოფია
ISBN: 97899419343711
ფორმატი: 14.5X20.5
ენა: ქართული
წელი: 2023
ყდა: რბილი
წონა: 0.740
გვერდები: 612

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

„სამართლის ფილოსოფიის საფუძელები არის ჰეგელის მიერვე გამოცემული უკანასკნელი წიგნი, რომლის მეორე ნაკლებად ცნობილი სათაურია ბუნებითი სამართლის და სახელმწიფოს მეცნიერების მონახაზი.

XVIII საუკუნეში წარმოშობილ სიტყვა – ცნებას, სახელმწიფოს მეცნიერებას, იგი არა პოზიტიური სახელმწიფო სწავლების/მეცნიერების მნიშვნელობით იყენებს, როგორც ამას მისი წინამორბედები და თანამედროვეები აკეთებდნენ, არამედ მისთვის სახელმწიფოს მეცნიერება არის როგორც დამატება/განმარტება სამართლის მეცნიერებისათვის.

ჰეგელის ლექციები სამართლის ფილოსოფიის შესახებ, რომელსაც იგი 1817-1831 წლების განმავლობაში ინტენსიურად კითხულობდა, მისთვის იყო მეორე ძირითადი მიმართულება მისი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ლოგიკისა და მეტაფიზიკის ლექციების შემდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰეგელი, მართალია არა სისტემურად, მაგრამ უკვე იენის პერიოდში სამართლის ფილოსოფიის თავისებური ხედვის ძიებაში იყო. მისი გვიანდელი ლექციები სამართლის ფილოსოფიაში ემთხვევა ამავე პერიოდის ევროპული საზოგადოების თეორიულ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გარდატეხას“.

Scroll to Top