რომეო და ჯულიეტა

ავტორი: უილიამ შექსპირი

17 

გამომცემლობა: დიოგენე
გამომცემელი:
მთარგმნელი: დავით ახალაძე
რედაქტორი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: მხატვრული
ISBN: 9789941117626
ფორმატი: 13.5X19.5
ენა: ქართული
წელი: 2022
ყდა: რბილი
წონა: 0.230
გვერდები: 216

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმული შეყვარებულების, რომეოსა და ჯულიეტას, ხანმოკლე ვნებისა და ტრაგიკული აღსასრულის ამბავი ნებისმიერმა იცის, მაგრამ ბევრმა მხოლოდ მეორადი წყაროდან – ფილმიდან, სპექტაკლიდან, ადაპტირებული ვერსიიდან. პირველწყაროს ხელში ასაღებად მკითხველს ბევრი წინაღობის გადალახვა უწევს. ერთ-ერთი ფორმაა – „რომეო და ჯულიეტა“ პიესაა (და არა რომანი), თანაც ალაგ-ალაგ გალექსილი. სხვა წინაღობა ავტორია – შექსპირი კლასიკოსია (და არა თანამედროვე), ეს კი, უმეტესად, რთულ და მოსაწყენ საკითხავს მოასწავებს.

„ვეფხისტყაოსნის“ გმირების სასკოლო აჩრდილებით გულშეღონებულ თინეიჯერებს (უპირველესად, სწორედ მათთვის განვიზრახეთ შექსპირის ახლიდან თარგმნა) საუკუნეების წინ დაწერილი სიყვარულის ამბის ხელში აღებას ისევ თინეიჯერული პატივმოყვარეობა (შექსპირთან გამკლავების სიამაყე!) თუ შეაძლებინებს. ეს საწყისი ძალისხმევა დაუფასებელი არ დარჩება – მათ მიერ ამ წიგნის დაუზარლად ჩამთავრებაზე უკვე ავტორი იზრუნებს.

Scroll to Top