რელიგიების ისტორია
42 ₾
მიწოდება: რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი – 6 ლარი. მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
უფასო მიწოდება გულისხმობს უფასო მიწოდებას თბილისში,
რეგიონებში კი 4 ლარად მიწოდებას ნაცვლად 9 ლარისა.
წიგნის ანოტაცია
„რელიგიების ისტორიის“ წინამდებარე გამოცემა მოიცავს ყველა მნიშვნელოვან, ძველ ადა ახალ რელიგიას. შესავალი ნაწილის შემდეგ მოცემულია ძველი აღმოსავლეთის ხალხთა (ეგვიპტელების, შუმერების, ბაბილონელების…) რელიგიების განხილვა. ნაჩვენებია ამ რელიგიების ძირები, ღვთაებათა პანთეონი, კულტი, საკრალური წიგნები და ა.შ. მოცემულია პარალელები სხვა ხალხების მითოლოგიებთან და ურთიერთზეგავლენის ფაქტები. შემდეგ მოცემულია ირანული და ინდური რელიგიების განხილვა, რომლებიც დღესაც დასტურდება თანამედროვე მსოფლიოში.
ანტიკური რელიგიების (ბერძნულ-რომაული) შემდეგ ვრცლადაა განხილული ელინისტური ხანის რელიგიები (მითრაიზმი, გნოსტიციზმი…). ცალკეა გამოყოფილი შორეული აღმოსავლეთის ხალხთა (ჩინელების, იაპონელების) რელიგიები, აგრეთვე ამერიკის მკვიდრ ხალხთა (აცკეტების, მაიას ხალხთა…) რელიგიები.


