წინასწარი გაყიდვა დასრულდება აპრილის ბოლოს.
წიგნი ფიზიკური სახით ხელმისაწვდომი იქნება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც გაიმართება 29 მაისიდან – 1 ივნისის ჩათვლით.
ანი ბეზანტის „რეინკარნაცია“ გახლავთ რეინკარნაციის კონცეფციის ფრიად დამაფიქრებელი გამოკვლევა, ანდაც რწმენა იმის შესახებ, რომ ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ ახალ სხეულში იბადება. ბეზანტი, გამოჩენილი თეოსოფი და სპირიტუალური მასწავლებელი, ეყრდნობა აღმოსავლურ და დასავლურ რელიგიურ ტრადიციებს, ისევე, როგორც საკუთარ გამოცდილებასა და დაკვირვებებს, რათა განიხილოს სულის აღორძინების პროცესის მარწმუნებელი შემთხვევები, ხელახლა დაბადება და ჩვენი მოქმედებების კარმული შედეგები წარსული მოვლენებიდან გამომდინარე. წიგნი აგრეთვე მოიცავს სავარაუდო წარსულის მოგონებებსა და გამოცდილებებს, პრაქტიკულ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ შემდეგი განსახიერებისთვის, ანუ განხორციელებისათვის (რეინკარნაცია). ცხადად და ნათლად გამოხატული ენით ავტორი გვთავაზობს რეინკარნაციის იდეას, როგორც უდროო კლასიკას, რომლითაც ყველას შეუძლია დაინტერესდეს, მათ შორის – სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებებით; წინამდებარე შინაარსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: რეინკარნაციის არსი, რა არის რეინკარნაციის საგანი; რეინკარნაციის მტკიცებულებები, მისი გამომწვევი მიზეზები, რეინკარნაციის მეთოდი, რასაც რეინკარნაცია არ უწერია, მისი წინააღმდეგობები…