კულისებს მიღმა რა ღირს საქართველო?

ავტორი: გია ხუხაშვილი

15 

გამომცემლობა: პალიტრა L
გამომცემელი:
მთარგმნელი:
რედაქტორი: მაია ალუდაური
დიზაინერი: თამარ ჯანთიშვილი
კორექტორი: ნანა ბარბაქაძე

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: პოლიტიკა
ISBN: 9789941356254
ფორმატი: 14.5X20.5
წელი: 2023
ყდა: რბილი
წონა: 0.280
გვერდები: 314

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს ისტორიის ბოლო ორ ათწლეულში განვითარებული პოლიტიკური პროცესის კულისებს მიღმა გვახედებს და გვიყვება საკვანძო პოლიტიკური მოვლენებისა და კიდევ უფრო საკვანძო პოლიტიკური ფიგურების შესახებ. ეს არც ისტორიაა, არც მემუარები, არც პუბლიცისტიკა და არც დოკუმენტური პროზა. წიგნში ერთიან ისტორიულ კონტექსტშია მოქცეული უახლესი ისტორიის ფრაგმენტები, რომლებიც ბევრ საფიქრალს აღძრავენ და, რაც ყველაზე საინტერესოა, დაგვანახვებენ იმას, რაც ფასადზე არ ჩანს. წიგნში მოთხრობილია ნამდვილი ამბები, რომლებშიც ბევრი მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი და ფუნქციონერი ამოიცნობს საკუთარ თავს. ბადრი პატარკაციშვილთან, ზურაბ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილთან მჭიდრო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის პარალელურად, ავტორს შესაძლებლობა ჰქონდა, ახლო დისტანციიდან დაჰკვირვებოდა და ხშირ შემთხვევაში თავადაც მიეღო მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელთა გავლენითაც ყალიბდება საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები. ნამდვილი ამბები ხელისუფლების კულისებიდან – დაფიქრებისთვის, განსჯისთვის და დასკვნების გამოსატანად.

ავტორის წიგნები

Scroll to Top