მითები, სიზმრები და მისტერიები

ავტორი: მირჩა ელიადე

17 

გამომცემლობა: ალეფი
გამომცემელი:
მთარგმნელი: მზია გომელაური
დიზაინერი: ნინო ჯიჯავაძე
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ფილოსოფია
ISBN: 9789941952531
ფორმატი: 14.5X20.5
ენა: ქართული
წელი: 2018
ყდა: რბილი
წონა: 0.270
გვერდები: 328

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

მირჩა ელიადე – სახელგანთქმული რუმინელი რელიგიათმცოდნე, მითოლოგი, ეთნოლოგი და მწერალია, რომლის ნაშრომებმაც ფუნდამენტური გავლენა მოახდინეს მთელ მის შემდგომ მითორელიგიურ ინტერპრეტაციებსა და ზოგადად, ამ დარგის მეცნიერულ აზროვნებაზე. ელიადეს კონცეფციები მუდმივად მოგზაურობენ მისი ერთი წიგნიდან მეორეში და ეს თავად რელიგიისა და მითოლოგიის იმ არქეტიპული სტრუქტურების სისტემური მთლიანობით არის განპირობებული, რომელიც ელიადემ ერთი უმთავრესი რელიგიური პარადიგმიდან – ჰიეროფანიებიდან და საერთოსაკაცობრიო რელიგიური გამოცდილებიდან გამოიყვანა, რომელსაც „საწყისთან დაბრუნება“, „შესაქმის დროში შესვლა“ უწოდა. „მითები, სიზმრები, მისტერიები“ – ელიადეს გამორჩეული წიგნია, უპირველესად იმ არაჩვეულებრივი მიზნის გამო, რომელიც ავტორმა ამ წიგნს დაუსახა – ეჩვენებინა მსგავსება და განსხვავება აზროვნების ორ ტიპს – ტრადიციულსა და თანამედროვეს შორის. ამ მიზანსვე ემსახურება წიგნში თანამედროვე სამყაროს მითების შესწავლაც, რითაც ჟორჟ სორელისა და ერნსტ კასირერის დაწყებული სოციალური და პოლიტიკური ახალი მითოლოგიების კვლევა, ელიადემ, სრულიად სხვა, დაკარგული სულიერების კვლავ აღმოჩენისა და ეგზისტენციური კრიზისების დაძლევის მოდუსში გადაიტანა. ამ აზრით, ამ წიგნს ერთგვარი „გამოყენებითი“ ღირებულებაც გააჩნია, – თანამედროვე ევროპულ სამყაროს, რომელმაც, ელიადეს დაკვირვებით, „ზღურბლური“ ინიციაციის რიტუალი შუა ფაზაში შეწყვიტა, უძველესი მითორელიგიური გამოცდილებიდან გააცნობიერებინოს სულიერი მშფოთვარების ნამდვილი მიზეზები და ისევ და ისევ, მითორელიგიური გამოცდილებიდან აუხსნას, თუ რატომ არის აუცილებელი თანამედროვე ადამიანისთვის მითების ცოდნა. (ხათუნა თავდგირიძე)

Scroll to Top