გამოჩენილი ამერიკელი მწერალი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი უილიამ ატკინსონი, რომელიც უფრო ცნობილია იოგ რამაჩარაკას ფსევდონიმით, ასამდე წიგნის ავტორია. „მეხსიერება და მისი მოვლა“ ატკინსონის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია.
ამ წიგნში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მხედველობითი შთაბეჭდილებების აღსაქმელი ვარჯიშები, ვარჯიშები სმენითი შთაბეჭდილებების მიღებაში. წიგნში მოყვანილია უაღრესად საინტერესო მაგალითები იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც ადგილების დამახსოვრების, სახეების დამახსოვრების, სახელების დამახსოვრების საოცარი უნარები ჰქონდათ. ავტორი მრავალ რჩევას აძლევს მკითხველებს მეხსიერების განვითარებასთან დაკავშირებით. ამ რჩევების პრაქტიკულად გამოყენების შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი თავისი მეხსიერების გაუმჯობესებას შეძლებს.
წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.