მეოთხე გზა, რომელიც შეიმუშავა პეტრე უსპენსკიმ, გახლავთ ფილოსოფიურ-სულიერი სისტემა, რომელიც გთავაზობთ უნიკალურ მიდგომას თვითგანვითარებისა და თვითცნობიერების მიმართულებით.
მოძღვრება სათავეს იღებს ავტორის ცნობილი მასწავლებლის, გიორგი გურჯიევის დოქტრინიდან; მასწავლებელმა თავის მოწაფეს სწორედ მეოთხე გზის კონცეფცია გააცნო, როგორც სულიერი ზრდის ტრადიციული სამი გზის ალტერნატივა: ფაკირის გზა (ფიზიკური), ბერის გზა (ემოციური) და იოგის გზა (ინტელექტუალური).
უსპენსკიმ გააფართოვა ეს იდეები და წარმოადგინა მეოთხე გზა, როგორც ჰოლისტური მეთოდი, რომელიც აერთიანებს ადამიანის არსებობის ზემოჩამოთვლილ სამივე ასპექტს.
მეოთხე გზის ცენტრალური პრინციპი წარმოადგენს თვითდაკვირვების პრაქტიკას, სადაც ინდივიდუუმი აცნობიერებს თავის აზრებს, ემოციებსა და მოქმედებებს განსჯის გარეშე. ამას ემატება საკუთარი თავის დამახსოვრება (თვითხსოვნა), ამაღლებული ცნობიერების მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი სრულად ყოფიერებს და აცნობიერებს საკუთარ თავს მოცემულ მომენტში. ეს პრაქტიკა მიზნად ისახავს, დაარღვიოს ქცევის მექანიკური ნიმუშები, რომლებიც დომინირებს ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში.
წინამდებარე ნაშრომმა დიდი გავლენა იქონია სულიერ და ფილოსოფიურ აზროვნებაზე. ავტორის წიგნი „სასწაულებრივის ძიებაში“ და ბატონი გურჯიევის ნაშრომები აუცილებელი წინაპირობაა, როგორც ერთგვარი შესამზადებელი ნიადაგი, იმისათვის, რომ „მეოთხე გზის“ კონცეფციები უფრო ღრმად და ხარისხიანად იყოს გაგებული მკითხველის მიერ.