ლიტერატურული წახნაგები – რუსთაველიდან ნიცშემდე (ტომი II)

ავტორი: ლევან ბერძენიშვილი

19 

გამომცემლობა: ინტელექტი
გამომცემელი:
მთარგმნელი:
დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: მხატვრული
ISBN: 9789941317446
ფორმატი: 14.5X20.5
ენა: ქართული
წელი: 2024
ყდა: რბილი
წონა: 0.290
გვერდები: 260

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

„ლიტერატურული წახნაგების“ მეორე ტომი მოიცავს მსოფლიო ლიტერატურას რუსთაველიდან ნიცშემდე. ანტიკურობის უკანასკნელი გრანდიოზული შედევრის, ვერგილიუსის „ენეიდის“ შემდეგ საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო ლიტერატურამ ვერაფერი ვერ შექმნა. ქრისტიანობა ებრძოდა წარმართობას და ფიგურალურად რომ ვთქვათ, „ევლალიას წამება“, „როლანდის სიმღერა“, „ბეოვულფი“ და „ნიბელუნგები“ ებრძოდნენ „ილიადას“, „ოიდიპოს მეფეს“, „მედეასა“ და „მეტამორფოზებს“.

ბუნებრივია, ქრისტიანობამ ეს ბრძოლა ვერ მოიგო. დაიკარგა ძველი ტექსტების უდიდესი ნაწილი, მაგრამ ბრძოლას მაინც ჰომეროსი და მისი მეგობრები იგებდნენ. ბოლოს და ბოლოს, მოიძებნა კომპრომისი: არ ივარგა ფორმულამ „როლანდი“ „ილიადის“ წინააღმდეგ, სამაგიეროდ ივარგა ფორმულამ „დანტე და ვერგილიუსი“, ქრისტიანობამ კარი გაუღო ანტიკურობას და მსოფლიო ლიტერატურა ხელახლა იშვა. ეს მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთან დაიბადა. ამიტომ გახსნის ამ ტომს სტატია „რუსთაველი და ჰომეროსი“. რუსთაველი და ჰომეროსი, დანტე და ვერგილიუსი, რენესანსი და ახალი დრო, – აი, რაზე გვექნება საუბარი.

ეს საუბარი მოიცავს: რუსთაველს, დანტეს, რაბლეს, სერვანტესს, შექსპირს, გაივლის ფრანგულ კლასიციზმს – ჟან-ბატისტ მოლიერს, ჟან რასინსა და პიერ კორნელს და მივა გუსტავ ფლობერამდე, ედგარ პომდე, ჩარლზ დიკენსამდე, ემილი ბრონტემდე და ფრიდრიხ ნიცშემდე, ანუ მეცხრამეტე საუკუნის თითქმის დასასრულამდე.

Scroll to Top