ლევიათანი
55 ₾
გაზიარება:
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
„ლევიათანი, ანუ ეკლესიური და სამოქალაქო სახელმწიფოს მატერია, ფორმა და ძალაუფლება“, არის ინგლისელი ფილოსოფოსის, თომას ჰობსის, ნაშრომი, რომელიც სახელმწიფოს პრობლემებს ეძღვნება.
ლევიათანი ბიბლიური ურჩხულის სახელია, რომელიც გამოსახულია როგორც ბუნების ძალა, რომელიც ამცირებს ადამიანს. ჰობსი ამ ხატს იყენებს მძლავრი სახელმწიფოს („მოკვდავი ღმერთი“) აღსაწერად.
სახელმწიფოს წარმოშობის თეორიის შექმნისას ჰობსი იწყებს ადამიანთა ბუნებრივი მდგომარეობის პოსტულატიდან – „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ (ლათ. Bellum omnium contra omnes) და ავითარებს იდეას, რომ „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ (ლათ. Homo homini lupus est).
„ლევიათანში“ ჰობსმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში, სახელმწიფოებრივი ან სოციალური კავშირების გარეშე, ადამიანები ძირითადად პირადი ინტერესებით, განსაკუთრებით, თვითგადარჩენით, არიან მოტივირებულნი. ასეთ მდგომარეობაში ყოველი ინდივიდი კონკურენციაში იქნება სხვასთან, ცხოვრება კი „მარტოსული, მწირი, ამაზრზენი, უხეში და ხანმოკლე“ გახდება. ადამიანის გონებას, რომელიც ჩვენი გრძელვადიანი პირადი ინტერესებისა და არა მყისიერი სურვილებისკენ ისწრაფის, მიაჩნია, რომ ჩვენი თვითგადარჩენისთვის სასურველია მშვიდობა, მაგრამ ეს შეუძლებელია მანამ, სანამ თითოეული ინდივიდი საკუთარი საქციელის ერთადერთი არბიტრია. ამიტომ ჩვენს საუკეთესო კოლექტიურ ინტერესს წარმოადგენს გაერთიანება სახელმწიფოს (თანამეგობრობის) შესაქმნელად, რომელშიც ადამიანები გარკვეულ ბუნებრივ უფლებებს სუვერენს გადასცემენ ძალმომრეობისგან დაცვის სანაცვლოდ. სუვერენი ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, მაგრამ სუვერენის მმართველობის უფლება ვრცელდება მხოლოდ მის უნარზე, დაიცვას საკუთარი ხალხი.
ეს თეორია უარყოფს მეფეთა ღვთაებრივ უფლებას და ცვლის მას იმ იდეით, რომ სუვერენულობა მოდის მმართველსა და მის ქვეშევრდომებს შორის გაფორმებული სოციალური შეთანხმებიდან. ინგლისში სამოქალაქო ომის დასასრულს გამოქვეყნებულმა ამ არგუმენტებმა ჰობსს მრავალი მტერი გაუჩინა როგორც პოლიტიკური კონფლიქტის ორივე მხარეს, ასევე ეკლესიაში.
პარლამენტარები მის მიერ აბსოლუტური მონარქიის მხარდაჭერის იდეამ გაანაწყენა, ხოლო როიალისტებმა უარყვეს ჰობსის მტკიცება იმის შესახებ, რომ, რადგან მეფემ ვერ შეძლო თავისი ხალხის დაცვა ინგლისში, მათ თვითგადარჩენას საუკეთესოდ ახალი რეჟიმის ავტორიტეტის მიღება გამოადგებოდა. იმავდროულად, ეკლესია აღშფოთებული იყო ჰობსის მტკიცებით, რომ, რადგან უზენაესი ძალაუფლება მართულთა თანხმობიდან მომდინარეობს და არა ღმერთისაგან, ეკლესიის ძალაუფლება სახელმწიფოს ძალაუფლებას უნდა დაექვემდებაროს.