ლეგენდა არარატზე

ავტორი: იაშარ ქემალი
გამომცემლობა: ჯადოსნური სახლი
გამომცემელი: თათია ახალაია
მთარგმნელი: თათია ახალაია
რედაქტორი: ბექა ახალაია
დიზაინერი: თათია ახალაია
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: საბავშვო
ISBN: 9789941877872
ფორმატი: 13.5X19.5
ენა: ქართული
წელი: 2025
ყდა: რბილი
გვერდები: 109

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

იაშარ ქემალის ნამდვილი სახელი და გვარი ქემალ სადიქ გოქჩელია. იგი 1926 წელს ოსმანიეს მხარეში, კადირლის რაიონის სოფელ ჰემიტში დაიბადა. მისი ოჯახი იყო ვანის ტბის მახლობლად მდებარე სოფელ ერნისიდან (დღევანდელი გიუნსელი), მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსული ოკუპაციის გამო ხანგრძლივი მიგრაციის შემდეგ, ჰემიტში დასახლდნენ.

მწერლის პირველი ფოლკლორული კრებული – „გოდებანი“ 1943 წელს გამოიცა. 1952 წელს მან გამოაქვეყნა მოთხრობების პირველი კრებული – „ყვითელი სიცხე“, ხოლო 1955 წელს – რომანი – „ინჯე მემედი“, რომელიც დღემდე ორმოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი. 1967 წელს იაშარ ქემალი ყოველკვირეული პოლიტიკური ჟურნალის „Ant“-ის დამაარსებელთა შორის იყო. ასევე, მონაწილეობდა 1973 წელს თურქეთის მწერალთა კავშირის დაარსებაში და იყო მისი პირველი თავმჯდომარე.

იაშარ ქემალის ნაწარმოებები, რომლებიც მსოფლიო ლიტერატურის ნაწილად ითვლება, გასაოცარი ფანტაზიით, ადამიანის სულის სიღრმეების გაგებით და თხრობის თავისებური სტილით გამოირჩევა. თურქეთში მიღებული მრავალი ჯილდოს გარდა, იაშარ ქემალი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატიცაა. ის გახლდათ პირველი თურქი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი.

Scroll to Top