„ძალიან ბევრს ითხოვ ბიბლიისგან! რა არის სიმართლე და როგორ იცხოვრო სამყაროში, ყველამ თავისით უნდა გაარკვიოს, წიგნებიდან ამას ვერ ამოიკითხავ – ეს ჩემი აზრია! ბიბლია უძველესი წიგნია, ადრე ბევრი რამ არ იცოდნენ, რაც ახლა იციან და შეუძლიათ, მაგრამ მასში ასევე არის ბევრი სილამაზე და პატიოსნება, ბევრი სამართლიანობა. იცი, ხანდახან, სურათებიანი საბავშვო წიგნი მგონია: თითქოს, გოგონა რუთი მინდორში ტრიალებს და ყურძენს აგროვებს – რა სასიამოვნოა… გრძნობ ზაფხულს, სიცხეს; ან როგორ ჯდება მაცხოვარი პატარა ბავშვებთან ერთად და თავისთვის ფიქრობს: „თქვენ უფრო ძვირფასები ხართ ჩემთვის, ვიდრე მოხუცები თავიანთი სიამაყით ყველა ერთად!“ ვფიქრობ, ის მართალია და ჩვენ შეგვიძლია, ვისწავლოთ მისგან!“