კარტეზიანული განაზრებანი

ავტორი: მერაბ მამარდაშვილი

Original price was: 45 ₾.Current price is: 28 ₾.

გამომცემლობა: აქტი
გამომცემელი: გიზო ცაცუა
დიზაინერი: ია გაბუნია
კორექტორი: ეკატერინე კვირკველია

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ფილოსოფია
ISBN: 9789941876394
ფორმატი: 17.0X24.0
წელი: 2025
ყდა: რბილი
გვერდები: 455

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

როდესაც ცდილობ მთლიანობაში წარმოიდგინო დეკარტის აზრის მსვლელობა და ის განზომილება, რომელიც მისით იხსნება, შენ წინაშე თითქოს გაშლილი ტალღებია ჩავარდნილი ქვისგან „მე ვარსებობ“. ამ ქვისგან წამოვიდა ტალღები, წამოვიდა რაღაც არქიმედესეული საყრდენი წერტილიდან, რომელსაც ეძებდა და იპოვა დეკარტმა და რომელზე დაყრდნობით არის შესაძლებელი წამოწევა ან კვლავწარმოება სამყაროსი სხვა სახით, ვიდრე ის მანამდე იყო, სანამ მის ობიექტებს შეეხებოდა წამოწეული ტალღა და რომლის შიგნით ჩვენ გამოყოფილი ვრჩებოდით საბურველით თვალზე, საბურველით, რომელიც ჩვენივე თავიდან არის მოქსოვილი.

[…] პირველი, რაც მსჯელობას იხმობს და მოითხოვს (საქმის მსვლელობასთან ერთად მივხვდებით თუ რატომ) – ეს თვით დეკარტია, მისი ხატი და პიროვნება. მედიტაციის ასეთი საგანი, რასაკვირველია, სიფრთხილესა და დიდ დელიკატურობას მოითხოვს. …უნებურად გესმის მომაკვდავი დეკარტის ხმა, როდესაც ის ცხელებისგან იწვოდა, ექიმები კი სისხლს უშვებდნენ (წარმომიდგენია, რა შეეძლო ეფიქრა დეკარტ-ფიზიოლოგს ასეთი ექიმების შესახებ!) – ის ირონიულად ამბობდა: „ბატონებო, გაუფრთხილდით ფრანგულ სისხლს“. მაშ ასე, შევასრულოთ ეს თხოვნა, გავუფრთხილდეთ ფრანგულ სისხლს, სისხლს ახალი დროის გმირისა, ჰეგელის გამონათქვამის მიხედვით, მთელი თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის მამისა, იმ სააზროვნო აპარატის შემოქმედისა, რომლის ჩარჩოებში, ვიცით ჩვენ ამის შესახებ თუ არა, დღევანდელ დღემდე ბრუნავს ჩვენი აზრი. სამწუხაროდ, უფრო ხშირად ჩვენ ეს არ ვიცით, ამიტომ საჭიროა ამის გახსენება, რასაკვირველია, დღევანდელი დილემების გათვალისწინებით – არა მხოლოდ თეორიულის, არამედ თითოეული ჩვენგანის ეგზისტენციალური, ადამიანურისაც. ამ დამატებითი შენიშვნებითა და გაფრთხილებებით ღმერთით, წინ. შევუდგეთ ჩვენს კარტეზიანულ მსჯელობებს – მერაბ მამარდაშვილი.

გარეკანზე გამოყენებულია პიერ ლუი დიუმსნილის ნახატი: რენე დეკარტისა და დედოფალ ქრისტინას კამათი
ნილს ფორსბერგის კოპიო (1884)

ავტორის წიგნები

საუბრები აზროვნებაზე (მასალები არქივიდან)
სიახლე
მერაბ მამარდაშვილი
Original price was: 38 ₾.Current price is: 25 ₾.
კარტეზიანული განაზრებანი
სიახლე
მერაბ მამარდაშვილი
Original price was: 45 ₾.Current price is: 28 ₾.
სიმბოლო და ცნობიერება
მერაბ მამარდაშვილი
Original price was: 35 ₾.Current price is: 22 ₾.
საუბრები აზროვნებაზე
მერაბ მამარდაშვილი
Original price was: 45 ₾.Current price is: 28 ₾.
ცნობიერება და ცივილიზაცია
მერაბ მამარდაშვილი
Original price was: 35 ₾.Current price is: 22 ₾.
ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში
მერაბ მამარდაშვილი
Original price was: 35 ₾.Current price is: 22 ₾.
Scroll to Top