კავასიური ლეგენდები
10 ₾
მიწოდება: რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი – 6 ლარი. მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
უფასო მიწოდება გულისხმობს უფასო მიწოდებას თბილისში,
რეგიონებში კი 4 ლარად მიწოდებას ნაცვლად 9 ლარისა.
წიგნის ანოტაცია
წიგნი გამოიცა სააქციო საზოგადოება VIA SOLIS-ის ფინანსრუი მხარდაჭერით და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს თანადგომით.
„მე პირველად ვნახე კავკასია, მისი დიდებული მთები, სწრაფი, ბობოქარი მდინარეები და მარადმწვანე ტყეები. ახლოს გავეცანი ხალხს, მათ უძველეს ტრადიციებს. მთელმა ამ განუმეორებელმა სილამაზემ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა“, – იგონებდა მოგვიანებით. მან მთელი კავკასია ფეხით მოიარა. უნახავი არ დაუტოვებია არცერთი კუთხე-კუნჭული. კავკასიის ბუნებით მოხიბლულმა ჭაბუკმა თავისი შთაბეჭდილებების საზოგადოებისათვის გასაზიარებლად ხელში აიღო კალამი. ასე დაიბადა მისი ცნობილი „კავკასიური ლეგენდები“, რომლის მეშვეობითაც ლიეტუველი საზოგადოება პირველად გაეცნო საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიას. ცხოვრების ბოლომდე არ განელებია მწერალს საქართველოსადმი სიყვარული. მის ლეგენდას „დაწყევლილი ბერები“ ლიეტუველი ბავშვები სასკოლო სახელმძღვანელოში ეცნობოდნენ და მათთვის საქართველო ერთ-ერთ მომაჯადოებელ და საოცნებო მხარედ იყო ქცეული. ლიეტუვურ ლიტერატურულ კრიტიკაში დღემდე კამათობენ იმის თობაზე, ამ ლეგენდებს მართლა უდევს საფუძვლად კავკასიური ფოლკლორი თუ ის მთლიანად ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. ამ კითხვას პასუხი რომ გაეცეს, საჭიროა „კავკასიური ლეგენდების“ გაცნობა და სათანადოდ შესწავლა. სწორედ ამ მიზნით ითარგმნა და გამოიცა ეს პატარა და ფრიად საყურადღებო წიგნი.