მსოფლიოში აღიარებული ინდოელი ფსიქოლოგი, ფსიქოტერაპევტი, მისტიკოსი, ღვთისმსახური ენტონი დე მელო მრავალი წიგნის ავტორია გაცნობიერების საკითხებზე, რომლებიც ბესტსელერებადაა ქცეული და მილიონობით მკითხველი ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ამ წიგნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა „თავისუფლება და სიყვარული“, რომელიც მედიტაციების კრებულს წარმოადგენს. დე მელოს მედიტაციები დაღლილობასა და მოწყენილობასთან ბრძოლის ქმედითი და ხელმისაწვდომი საშუალებაა.
ავტორის მედიტაციების ლაიტმოტივია სიყვარული და დაბრკოლებები მის გზაზე: რაიმეზე ან ვინმეზე მიჯაჭვულობა, სურვილები, სიხარბე – ერთი სიტყვით, შეპირობებულობა – და ის, თითოეული ადამიანი როგორ შეძლებს ამ შეპირობებულობისგან გათავისუფლებას ნამდვილი სიყვარულის მოსაპოვებლად.
ეს მედიტაციები ბრძოლაში იწვევს საყოველთაოდ მიღებულ წარმოდგენას ცხოვრების შესახებ: ადამიანს შეუძლია უყვარდეს მხოლოდ მაშინ , როცა ის თავად უყვართ.
ენტონი დე მელო წერს მარტივი და გასაგები ენით. მისი მედიტაციები პრაქტიკულად შესრულების შემთხვევაში დაგეხმარებათ ჭეშმარიტი რეალობის შეცნობაში, გაცნობიერებაში.