„პოსტჰუმანისტური ფილოსოფია“ (2023) თავს უყრის ჰუმანიზმზე და თავისუფლებაზე ნააზრევს. ავტორის თქმით, „ეს წიგნი პოსტჰუმანისტური ეპოქისა და აზროვნების გაგების მცდელობაა“. ფილოსოფოსები უძველესი დროიდან ცდილობდნენ ჰუმანიზმის იდეების დანარგვას, მოკლედ ადამიანის უფრო მეტად გაადამიანურებას, მაგრამ ისტორია მოწმობდა ადამიანური ბუნების გაველურების შემთხვევებს. ყველას გვეგონა, რომ ორი მსოფლიო ომით გამოწვეული იარების ფონზე, ჩვენი ეპოქა საყოველთაო მშვიდობის ხანა იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. და ახლაც, როდესაც ეს აბზაცები ივსება, სადღაც ადამიანები ჭურვებს ემალებიან, სხვანი კი საკუთარი ცხოვრების და აზროვნების გამო, მუდმივად ელიან სიკვდილის ანგელოზის სტუმრობას!