ექსპერიმენტი 1918-1921 (საქართველოს მივიწყებული რევოლუცია)

ავტორი: ერიკ ლი

18 

ავტორი: ერიკ ლი
გამომცემლობა: Ziari Press
გამომცემელი:
მთარგმნელი: ქეთი ქანთარია
რედაქტორი: გიორგი მამულია
დიზაინერი:
კორექტორი:
ითარგმნა:
კარტეგორია: პოლიტიკა
ISBN: 9789941278525
ფორმატი: 14.0X21.0
წელი: 2018
ყდა: რბილი
გვერდები: 332

გაზიარება:

Facebook
Instagram

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი – 6 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

უფასო მიწოდება გულისხმობს უფასო მიწოდებას თბილისში,
რეგიონებში კი 4 ლარად მიწოდებას ნაცვლად 9 ლარისა.

წიგნის ანოტაცია

წიგნი ინგლისში 2017 წლის ოქტომბერში, ხოლო საქართველოში – 2018 წლის აპრილს.

ერიკ ლის „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ (Eric Lee, The Experiment, Georgia’s Forgotten Revolution) საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ დაწერილი სხვა წიგნებისაგან განსხვავებით, საქართველოს განიხილავს, როგორ პირველ ქვეყანას მსოფლიოში, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში. წიგნი მიზნად ისახავს მკითხველს დაანახოს, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, ბოლშევიკებს რომ არ გაენადგურებინათ.

წიგნში განხილულია 1905 წლის გურიის რესპუბლიკაც, როგორც 1918 წელს შექმნილი სახელმწიფოს წინამორბედი. ავტორი მოგვითხრობს იმ რეფორმებზე, რომლის გატარებაც მოასწრო პირველმა რესპუბლიკამ არსებობის სამ წელიწადში და განიხილავს პროფესიონალური კავშირებისა და კოოპერატივების მდგომარეობას.

წიგნში აღწერილია ასევე პირველი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა და დე-იურედ ცნობისათვის გაწეული შრომა. ერთი თავი მთლიანად ეძღვნება მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერების ვიზიტს საქართველოში 1920 წელს. ავტორისთვის ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. ის მიიჩნევს და წიგნში ადასტურებს, რომ ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპული ფენომენი იყო და მაგალითიც კი, იმდროინდელი პოლიტიკური მოღვაწეებისათვის.

Scroll to Top