დამფუძნებელი ძმები – რევოლუციური თაობა

ავტორი: ჯოზეფ ჯ. ელისი

25 

გამომცემლობა: პეგასი
გამომცემელი: მარინე ცხადაია
მთარგმნელი: ქეთევან გრძელიძე
დიზაინერი: ლია მოსეშვილი
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: სხვადასხვა
ISBN: 9789941975998
ფორმატი: 14.3X20.4
წელი: 2024
ყდა: რბილი
წონა: 0.390
გვერდები: 420

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

„პულიცერის პრემიის მფლობელს ქება ნამდვილად აღარ სჭირდება, თუმცა მაინც უნდა ითქვას შემდეგი: ჯოზეფ ჯ. ელისის ეს არაჩვეულებრივი წიგნი ექვსი მოვლენისა და რამდენიმე წამყვანი სახელმწიფო მოღვაწის ამბის მეშვეობით უზარმაზარ ტილოს ხატავს, ზღვა მასალიდან დიდი ცოდნითა და გამოცდილებით ამოკრებილი კონკრეტული დეტალები იმგვარ განზოგადებულ, ფართო სურათს ქმნის, რომელზეც მკაფიოდ, ცხადად და შეულამაზებლად იკვეთება ამერიკის რესპუბლიკის დაფუძნების საკვანძო მომენტები თუ თანმხლები სირთულეები: ფედერალური ძალაუფლების გაზრდის საკითხი, ჰამილტონის უმნიშვნელოვანესი ფინანსური რეფორმა, დედაქალაქის ადგილმდებარეობის პრობლემა და მასთან დაკავშირებული გარიგებების მთელი სქემა, არჩევნები, პარტიების ფორმირება და, ყველაზე მწვავე, მონობის საკითხი, რომელიც, როგორც ავტორი აღნიშნავს, რევოლუციურ თაობას, მთელი მისი ბრწყინვალების მიუხედავად, „მოუგვარებელი დარჩა“. ისტორიის კვლევისა და შეფასება-გადაფასების ის კრიტიკული, გულწრფელი და სენტიმენტალური მიკერძოებებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი მეთოდი, რომელსაც ელისი გვთავაზობს, ნამდვილად საგულისხმო და მნიშვნელოვანია ჩვენივე ძველი, მაგრამ თან ნორჩი და გამოუცდელი ქვეყნისათვის, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის თავზე კვლავაც ებრძვის ახალბედა სახელმწიფოსათვის სახასიათო კონფლიქტებსა და პრობლემებს“ – ქეთევან გრძელიძე.

„დამფუძნებელი ძმები“ არაჩვეულებრივი წიგნია, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო… რომელიც კი დამფუძნებელთა შესახებ დაწერილა… ელისმა ნამდვილად დაიმსახურა ჩვენს დროში დამფუძნებელთა მთავარი მემატიანის სახელი“ – გორდონ ს. ვუდი.

Scroll to Top